Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მარინა სილვა - 2018 წლის ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტია

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-12-04

ბრაზილიის ყოფილმა სენატორმა და გარემოს დაცვის მინისტრმა მარინა სილვამ განაცხადა, რომ მიიღებს მონაწილეობას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
59 წლის მარინა სილვა ოპოზიციური მწვანეთა პარტიის ლიდერია.

 

სილვა ქვეყნის დასავლეთით, ამაზონის რაიონში დაიბადა. ის გახდა ბრაზილიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სენატორი, პრეზიდენტ ლულა დე სილვას მთავრობაში კი ეკოლოგიის მინისტრი იყო (2003-2008).

 

მას ბრაზილიაში ახალგაზრდა ამომრჩევლები უჭერენ მხარს. ახალგაზრდებში ძალიან პოპულარურია სილვას გარემოს დაცვის პოლიტიკა და ტყეების გაჩეხვასთან ბრძოლის გეგმა.

 

მარინა სილვამ მიიღო მონაწილეობა ორ წინა საპრეზიდენტო არჩევნებში.
2014 წელს ის დამარცხდა დილმა რუსიფთან ბრძოლაში.

 

2014 წლის დასაწყისში ბრაზილიის პროკურატურამ და პოლიციამ ჩაატარა უპრეცედენტო კამპანია, რომელმაც კორუფციის მაღალი დონე გამოავლინა ხელისუფლების ყველა დონეზე.  გარდა მარინა სილვას პარტიის, სკანდალში ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია იყო გახვეული.

ტეგები: ბრაზილია მარინა სილვა საპრეზიდენტო არჩევნები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker