Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი შესაძლოა ქალი გახდეს

კატეგორია: სპორტი 
2017-12-08

აშშ-ს ქალთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ ჰოუპ სოლომ განაცხადა, რომ მიიღებეს მონაწილეობას ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციის (US Soccer) პრეზიდენტის არჩევნებში. ამის შესახებ მან თავის Facebook-ის გვერდზე დაწერა.

 

სოლომ თავისი საარჩევნო პროგრამა გამოაქვეყნა, რომელიც ოთხი ძირითადი პრიორიტეტისგან შედგება.

 

სოლოს პროგრამის მიხედვით, ამერიკული ფეხბურთის განვითარებისთვის შეიქმნება ძირითადი საფეხბურთო ცენტრი, უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობის ყველა სეგმენტის ჩართულობა, ქალთა უფლებების უპრეცენდენტო დაცვა და ფედერაციის ფინანსური მენეჯმენტის გამჭვირვალობა.

 

„ფეხბურთი ვერ განვითარდება პროგრესის გარეშე და ამის მთავარი არსი ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებაა. მე ზუსტად ვიცი, რა სჭირდებათ დღეს ფეხბურთელებს აშშ-ში და როგორ მივაღწიოთ ამას. მე გამაჩნია იმის ძალა, რომ გავაკეთო ეს ყველაფერი“- წერს სოლო.

 

 

36 წლის სოლო არის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი. გარდა ამისა, ის ორჯერ დასახელდა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ და ერთხელ ამერიკის ფეხბურთის წლის ფეხბურთელად.

 

სოლო ასევე აქტიურად იცავს ქალი ფეხბურთელების უფლებებს.
კამპანიის #MeToo-ს ფარგლებში სოლომ დაადანაშაულა ყოფილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ზეპ ბლატერი სექსუალურ შევიწროვებაში და განაცხადა, რომ შემთხვევა 2013 წელს ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიაზე მოხდა.

ტეგები: ჰოუპ სოლო საფეხბურთო ფედერაცია US Soccer პრეზიდენტის არჩევნები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker