Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

უუფლებო დასაქმებულები ქსელურ მარკეტებში

Категория: Трефикинг 
2017-12-11

როგორია სუპერმარკეტების ქსელებში დასაქმებულთა მდგომარეობა და რამდენად ხშირია მათი უფლებრივი მდგომარეობის დარღვევის ფაქტები. პროფკავშირების გაერთიანებამ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გამართა. ძირითადი მიგნებებს შორის მოხდა დასაქმებულთა უფლებების დარღვევის ის ფაქტები, რომელსაც სუპერმარკეტების ქსელებში მასობრივი ხასიათი აქვს.  მათ შორისაა აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, იძულებით შესრულებული დამატებითი სამუშაო, შესვენებების გამოყენების უფლების შეზღუდვა, მონურთან მიახლოებული შრომა და ა. შ.

 

გამოკვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს გზით, სპეციალურად შემუშავებული კითხვარის მეშვეობით. გამოკვლევის საწყის ეტაპზე მოხდა სამიზნე სუპერმარკეტების განსაზღვრა სავარაუდო რესპონდენტები გადანაწილდა სუპერმარკეტებში პროპორციულად, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით რესპონდენტთა შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპის მიხედვით. გამოკვლევის სანდოობამ შეადგინა 95%.

 

კვლევის ძირითადი მიგნებები ასე გამოიყურება:

 
•რესპონდენტების 75,8% არანაირ დამატებით ანაზღაურებას არ იღებს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას
•რესპონდენტების ყოველკვირეული საშუალო დატვირთვა 45 საათს შეადგენს
•რესპონდენტთა 68,8% იშვიათად ახერხებს შესვენებაზე გასვლას
•რესპონდენტების 24.0%-ს მუდმივად უწევს თავის ძირითად საქმესთან ერთად დამატებით სამუშაოს შესრულება
•რესპონდენტების 39.5%-ს იშვიათად, თუმცა მაინც უწევს თავის ძირითად საქმესთან ერთად დამატებით სამუშაოს შესრულება.

 

 

კვლევა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.

 

Тэги: სუპერმარკეტები დასაქმებულთა მდგომარეობა კვლევა ფრიდრიხ ებერტის ფონდი

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Президентом Греции впервые избрана женщина

В Британии в парламент прошло рекордное количество женщин

Кабмин Финляндии возглавит самая молодая премьер-министр в мире

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

В рабство через интернет. Как продают и покупают домработниц в Кувейте

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker