Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მაღალი დონის კონფერენცია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2017-12-12

თბილისში იმართება მაღალი დონის კონფერენცია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“.

 

კონფერენციის მუშაობაში იღებენ მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს ვიცეპრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, შვედეთის ელჩი საქართველოში მარტინა ქვიქი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში შომბი შარპი.

 

თამარ ჩუგოშვილმა გახსნა მსჯელობა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკანონმდებლო და ფინანსურ ასპექტებზე. კონფერენციის დღის წესრიგში ასევე იქნება წამახალისებელი მექანიზმების და სავალდებულო გენდერული კვოტირების, როგორც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის წახალისების მექანიზმის, მსოფლიო პრაქტიკის განხილვა.

 

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ პოლიტიკოსები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

კონფერენციის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.

ტეგები: კონფერენცია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker