Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

კატრინ დენევი იმ ას ქალს შორის არის, რომლებიც კამპანია #MeToo-სა და Time's up-ს აკრიტიკებს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-01-10

ლეგენდარული ფრანგი მსახიობი იმ ას ქალს შორის არის, რომლებიც კამპანია #MeToo-სა და Time's up-ს აკრიტიკებს და სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ტოტალიტარიზმს ადარებს.

 

დენევი და მისი მომხრეები ჰარვი ვაინშტაინსა და სხვა ბრალდებულებს ამართლებენ და ამბობენ, რომ ისინი ზედმეტადაც კი დაისაჯნენ.

 

"ისინი [სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კაცები] უმოკლეს ვადებში დაისაჯნენ, იძულებულნი გახდნენ, მიეტოვებინათ სამუშაო, თუმცა, რასაც ისინი იქ აკეთებდნენ იყო მხოლოდ ის, რომ ეხებოდნენ ვიღაცის მუხლს, ცდილობდნენ მიეღწიათ კოცნისთვის ან განიხილავდნენ ინტიმურ თემებს სამუშაო შეხვედრის დროს", - წერია განცხადებაში.

 

წერილის ავტორები ამბობენ, რომ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ქალების დამოუკიდებლობის გაზრდას არ უწყობს ხელს.

 

"გაუპატიურება დანაშაულია, მაგრამ ფლირტი - ეს კრიმინალი არ არის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ფლირტის თავისუფლებას, რადგან ის სექსუალური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია. კამპანიები, რომლიც ქალებმა წამოიწყეს ნელ-ნელა პურიტანიზმს ემსგავსება", - ნათქვამია დენევისა და სხვა ასი ქალის განცხადებაში.

 

დენევი ერთადერთი პოპულარული ფრანგი მსახიობია, რომელმაც სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული კაცების მხარი დაიჭირა.

ტეგები: კატრინ დენევი კამპანია #MeToo-სა Time's up

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker