Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ირანელი ქალები ჰიჯაბის წინააღმდეგ გამოვიდნენ - პირველად 40 წლის განმავლობაში

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-01-31

ირანში, რამდენიმე ქალი თეირანის ქუჩებში გამოვიდა და ჰიჯაბის სავალდებულო ტარება გააპროტესტა. ეს იყო პირველი მასობრივი აქცია ჰიჯაბის სავალდებულო ტარების წინააღმდეგ 1979 წლის რევოლუციის შემდეგ.

 

დეკემბერში ჰიჯაბის სავალდებულო ტარება მხოლოდ ერთმა ქალმა გააპროტესტა. აქტივისტი, რომელმაც ასეთი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა 31 წლის ვიდა მოვაჰედი გახდა.

 

27 დეკემბერს მოვაჰედმა თეირანის ერთ-ერთ გამზირზე ჰიჯაბი დროშასავით ააფრიალა. ამ აქციის ფოტოები და ვიდეოები ფართოდ გავრცელდა სოციალურ ქსელებში.

 

 

 

 

 

ვიდა მოვაჰედის განთავისუფლების შემდეგ აქცია განმეორდა და მისი მონაწილე უკვე სულ მცირე სამი ქალი გახდა. მათი ფოტოები ჰაშტაგით, რომელიც შეიძლება ითარგმნოს, როგორც "გოგონები ენგელაბის ქუჩიდან" ფართოდ გავრცელდა Twitter-ზე.

 

 

 

 

 

 

პოლიციამ ასევე დააპატიმრა აქციის მონაწილეები. მალევე, ქალების მხარდასაჭერად ქალაქის მაცხოვრებლებმა აქციის ადგილზე ყვავილები მიიტანეს.
შეგახსენებთ, რომ 1979 წლიდან ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანში ქალის დაუმორჩილებლობის ნებისმიერი მცდელობა ან საზოგადოებაში ჰიჯაბის გარეშე გამოჩენა კანონით ისჯება.

 

 

2014 წელს ცნობილმა ირანელმა ჟურნალისტმა და ფემინისტმა მასიჰ ალინეჯადმა, შექმნა Facebook - ზე  ფემინისტური გვერდი „ჩემი ფარული თავისუფლება“ (#stealthfreedom ან #mystealthyfreedom), რომელზეც მუსლიმი ქალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჰიჯაბის სავალდებულო ტარებას, აგზავნიან მათ ფოტოებს ჰიჯაბის გარეშე. გვერდის შექმნის შემდეგ მას უკვე ერთ მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker