კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2018-02-01
კანადის სენატმა კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც ქვეყნის ოფიციალური ჰიმნის ინგლისურენოვანი ვერსია გენდერულად ნეიტრალური გახდა. დოკუმენტის თანახმად, წინადადება "პატრიოტიზმი თქვენი შვილების ხვედრია" შეიცვალა ფრაზით "პატრიოტიზმი ყველა ჩვენგანის ხვედრია".
როგორც დამოუკიდებელმა სენატორმა ონტარიოდან, ფრენსის ლენკინმა განაცხადა, "ეს არის პატარა დეტალი, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ბედნიერი ვარ. 30 წლის განმავლობაში ვცდილობდით ჩვენი ჰიმნი, ჩვენი ქვეყნის ეს მნიშვნელოვანი ატრიბუტი, ყველა ჩვენგანის ჰიმნი გამხდარიყო". მან ასევე განაცხადა, რომ დებატები ტექსტის შეცვლასთან დაკავშორებით 18 თვე გაგრძელდა.
ჰიმნი O Canada ფრანგულ ენაზე 1880 წელს შეიქამნა.1908 წელს მისი ინგლისურენოვანი ვერსია დაიწერა, რომელსაც ოფიციალური სტატუსი მხოლოდ 1980 წელს მიენიჭა.
|