Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ვაინშტეინის და მისი კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-02-12

ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა ერიკ შნეიდერმანმა შეიტანა სამოქალაქო სარჩელი კინოკომპანია Weinstein Company და ძმები ჰარვი და რობერტ ვაინშტეინების მიმართ. ოთხთვიანმა გამოძიებამ გამოავლინა ჰარვი ვაინშტეინის მიერ ჩადენილი  "სექსუალური შევიწროვების ახალი და აღმაშფოთებელი შემთხვევები".

 

"ჰარვი ვაინშტეინი მოქმედებდა პრინციპით "მომსახურება მომსახურეობის სანაცვლოთ“  ან მოითხოვდა ქალი თამამშრომლებისგან სექსუალურ კავშირს Weinstein Company-ში კარიერული წინსვლისთვის," - აღნიშნულია პრესრელიზში. განცხადებაში ასევე მოყვანილია ვაინშტეინის მხრიდან კონკრეტული სექსუალური შევიწროვების ფაქტები, რომელიც 2014-2015 წლებში კომპანიის თანამშრომლებმა განიცადეს.

 

ამავე დროს, Weinstein Company-ს მენეჯმენტის წარმომადგენლებს, მათ შორის რობერტ ვაინშტეინს, ბრალად ედება, რომ არ მოახდინა სათანადო რეაგირება თანამშრომლების საჩივრებზე და "ისეთი ქმედებების ჩადენა, რომლებიც მიმართული იყო თანამშრომლების დამორჩილების, სექსუალურ შევიწროვების, შეურაცხყოფის, დაშინებისა და დისკრიმინაციისკენ".

 

4-თვიანი გამოძიების შემდეგ, პროკურორები ვაინშტაინის წინააღმდეგ შემდეგ ბრალდებებს გამოჰყოფენ:

 

■ვერბალური მუქარა, როგორიცაა "მოგკლავ", "შენი ოჯახის წევრებს მოვკლავ";

 

■ქალი თანამშრომლების ვაინშტაინთან ერთად ღონისძიებებზე გაგზავნა, რათა მოგვიანებით მისი სექსუალური მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინათ;

 

■სექსუალური ხასიათის მოთხოვნები, კარიერის შენარჩუნების მიზნით;

 

■მძღოლების დავალდებულება, მუდმივად ჰქონოდათ მანქანაში პრეზერვატივები და ნემსები ერექციისთვის;

 

■ასისტენტებისთვის დავალება, რომ არასამუშაო საათებშიც გაეკონტროლებინათ თანამშრომლების სექსუალური აქტივობები და დაენიშნათ გრაფიკი;

■ვაინშტაინის კომპანიის კონტრაქტში იყო პუნქტი, რომელიც დამსაქმებელს შეურაცხმყოფელ ბრალდებებზე ფინანსურ ვალდებულებებს აკისრებდა. ეს პუნქტი სექსუალურ ძალადობასაც ფარავდა.

 

 

ერიკ შნეიდერმანი ასევე დაზარალებულებისთვის 100-ი ათასიდან 250 ათასამდე დოლარის კომპენსაციის გადახდას მოითხოვს. 

 

ტეგები: გამოძიება ჰარვი ვაინშტეინი სექსუალური

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker