კატეგორია: გენდერი მსოფლიოში  2018-02-12
სოციალურ ქსელში დაიწყო და ფართოვდება კამპანია
#PadManChallenge, რომელიც მიმართულია მენსტრუაციის სტიგმატიზაციის
წიმააღმდეგ და უკავშირდება ფილმს "Padden" - ი. ფილმი მოგვითხრობს ინდოელ
ბიზნესმენის არუნაჩალამე მურუგანანტამას ცხოვრებზე, რომელმაც 1990-იან წლებში
გამოიგონა ავტომატები იაფი ჰიგიენური საფენების გასაყიდად ინდოეთის შორეულ
რეგიონებში. მენსტრუაცია ინდოეთში ტაბუდადებულ თემად ითვლება, იმდენად,
რომ ამის შესახებ საუბარიც კი აკრძალულია. სოფლებში მცხოვრები ინდოელი ქალების
90% -ზე მეტი არ იყენებს ჰიგიენურ საფენებს.
,,დიახ, მე საფენი მიკავია, და ამაში არაფერია
სამარცხვინო. ეს ბუნებრივია!", - დაწერა მან თავის Twitter-ს გვერდზე.
კამპანიის მონაწილეები სოციალურ ქსელებში საფენებით
ხელში გადაღებულ თავის ფოტოებს ავრცელებენ და მოუწოდებენ მეგობრებს, იგივე
გააკეთონ.
ბოლივუდის ბევრი ცნობილი ვარსკვლავი შეუერთდა
კამპანიას. ასევე თავისი მხარდაჭერა კამპანიას გამოუცხადეს ნატალია
ვოდიანოვამ, ემილი რატაკოვსკიმ, ალექსინა გრეჰემმა.
„მენსტრუალური ჰიგიენა საჭიროა ყველა ქალისთვის.
დიახ, ეს საფენია ჩემს ხელში, და არ მრცხვენია. შემოგვიერთდი! -
#PadManChallenge“- დაწერა თავის Twitter-ს გვერდზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის
ხელმძღვანელმა, პუმზილე მლამბო ნქგუკამ.
|