კატეგორია: განცხადებები 2018-02-16
დღეს, 16 თებერვალს, 14:00 საათზე, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, გაიმართება შეხვედრა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით. შეხვედრის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
დასწრება თავისუფალია და ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. |