Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ადევნების ფაქტზე პროკურატურამ ერთი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-02-16

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.პ. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ყოველდღიურად როგორც პირადად, ისე მესამე პირების - მეგობრების მეშვეობით უკანონოდ უთვალთვალებდა ვ.მ.-ს, აკითხავდა როგორც სახლთან, ისე სახლში. ვ.მ.-სთვის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ტელეფონით და სოციალური ქსელით, ურეკავდა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა თავისი და სხვა ადამიანების ტელეფონის ნომრებიდან, ასევე უცხო ადამიანების და ფოსტის საშუალებით უგზავნიდა საჩუქრებს. ზ.პ.-ს ქმედების შედეგად ვ.მ. ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა.

 

ზ.პ.-ს ბრალდება 2018 წლის 29 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო - 1000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

 

საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 1511  მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს: (ადევნება, ე.ი. პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის).

 

წყარო 

ტეგები: ადევნება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker