Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული საბჭო შეიქმნება

Категория: Гендерная политика 
2018-02-19

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს მუშაობას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით. ამ საქმიანობის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებსა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლების შორის. შეხვედრას ესწრებოდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ილია ხატიაშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი (გოგი) გოგილაშვილი.

 

 

შეხვედრა მიეძღვნა მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერებისა და გენდერული ინსტიტუციონალური მექანიზმების ჩამოყალიბების საკითხებს. ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ელენე რუსეცკაია შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა პროექტის შესახებ, რომელსაც ამჟამად ახორციელებს ორგანიზაცია და რომლის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს გენდერული საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხი. ქალთა საინფორმაციო ცენტრი გამოვიდა ინიციატივით, რომელიც სობჭოს წევრების გენდერულ საკითხებში გადამზადებას ეხება და ამასთან დაკავშირებით დაიგეგმა კონკრეტული ერთობლივი ღონისძიებები.

 

 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემგეგ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა გენდერული სობჭო, რომლის შემადგენლობაში საკრებულოს 8 დეპუტატი შევიდა. კანონმდებლობის მიხედვით სობჭოს ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარე. ასევე აირჩა გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი, მერის ახალი თანაშემწე თამთა ზაქარიაშვილი. ცნობისათვის, 2016 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა. ცვლილებათა პაკეტი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას გულისხმობს.

 

 

შეხვედრა ჩატარდა პროექტი: „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ ფარგლებში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. სიღნაღის მუნიციპალიტეტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 

Тэги: UNDP თვითმმართველობა ქალთა საინფორმაციო ცენტრი გენდერული პოლიტიკა

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Президентом Греции впервые избрана женщина

В Британии в парламент прошло рекордное количество женщин

Кабмин Финляндии возглавит самая молодая премьер-министр в мире

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

В рабство через интернет. Как продают и покупают домработниц в Кувейте

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker