Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პაკისტანში სერიულ პედოფილს და მკვლელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-02-19

7 წლის გოგონას ზეინაბ ანსარის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულს პაკისტანელ კაცს ორი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. სასამართლომ გადაწყვეტილება 17 თებერვალს მიიღო.

 

 

სასამართლო პროცესი 4 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. დნმ-ს შემოწმების შემდეგ, 24 წლის იმრან ალი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მას ბრალი ედებოდა გატაცებაში, მკვლელობაში, გაუპატიურებასა და გარყვნილებაში.

 

 

 

 

 

 

 

7 წლის გოგოს მკვლელობამ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის საპროტესტო აქციები გამოიწვია. საზოგადოება დანაშაულის ერთ-ერთ მიზეზად პოლიციის არაკომპეტენტურობას ასახელებდა. აქციისას 2 ადამიანი დაიღუპა.

 

 

პოლიციის განცხადებით, ზაინაბის მკვლელი სხვა ადგილობრივი გოგოების გაუპატიურებასა და მკვლელობაშიც იყო ბრალდებული. მის მიერ ჩადენილი დანაშაულებები დაახლოებით 1 წელს გრძელდებოდა. მოსახლეობა მიიჩნევდა, რომ სწრაფი და ეფექტიანი მუშაობის შემთხვევაში, პოლიცია მის გამოაშკარავებას უფრო ადრე შეძლებდა.

 

 

კასურში ბოლო ორი წლის განმავლობაში უამრავი არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს, გააუპატიურეს და მოკლეს. მშობლები ამბობდნენ, რომ შვილების სახლიდან გაშვების ეშინოდათ.

 

4 იანვარს, ზაინაბის მშობლები საუდის არაბეთში სალოცავად იყვნენ წასულები, თავად ზაინაბი კი გაკვეთილზე დასასწრებად მიდიოდა, როდესაც ის გაიტაცეს. მისმა ბიძამ გოგოს დაკარგვის შესახებ პოლიციაში მომდევნო დღეს განაცხადა.

 

 

 

გატაცებიდან 5 დღის შემდეგ, ზაინაბ ანსარის გვამი პოლიციამ კასურში, მის სახლთან ახლოს არსებულ ნაგავსაყრელზე აღმოაჩინა.

 

იმრან ალი ზაინაბის მეზობლად ცხოვრობდა. პოლიციამ ის 23 იანვარს დააკავა.
 

წყარო 

ტეგები: ზეინაბ ანსარი პედოფილია მკვლელობა პაკისტანი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker