Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

DNS–ის სექსისტური რეკლამა: საჩუქარი მამაკაცისთვის სიცოცხლის რისკის გარეშე

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-02-22

ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე სოციალურ ქსელებში ათასობით მომხმარებელმა გააკრიტიკა რუსული საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი DNS-ი და სექსიზმში დასდო ბრალი.

 

ინტერნეტში სამშობლოს დამცველის დღესთან (23 თებერვალი) დაკავშირებული სადღესასწაულო რეკლამა გავრცელდა, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ მოჰყავს კაცს ტყეში ქალი, ესვრის მას ნიჩაბს და აიძულებს ამოთხაროს ორმო, რომელშიც ქალმა უნდა ჩამარხოს 23 თებერვალთან დაკავშირებული მამაკაცის საჩუქარი.
ვიდეოს დასასრულს ირკვევა, რომ ეს ყველაფერი ქალს ესიზმრება და ის მიდის "სწორი" საჩუქრის საყიდლად DNS–ში.

 

 

 

 

სოციალურ ქსელებში რეკლამამ აღშფოთება გამოიწვია, უმრავლესობამ მას " სექსისტური, მიზოგინური და ძალადობის წამახალისებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის რეკლამა "ძალადობის პროპაგანდას" ეწევა.

 

DNS- ის დირექტორმა თავის Facebook- ის გვერდზე რეკლამისთვის ბოდიში მოიხადა, „მარკეტინგული იდიოტიზმი“ უწოდა და განმარტა, რომ ვიდეო გადაიღეს ერთ-ერთ რეგიონალურ განყოფილებაში.

 

რუსეთი იმ 18 ქვეყნის შორისაა, რომელთა კანონები ყველაზე ცუდად იცავენ ქალებს ძალადობისაგან.

 

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყოველწლიურად ოჯახში ძალადობის შედეგად, 14,000 ქალი იღუპება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყოველ 40 წუთში ერთხელ ერთ ქალს კლავენ.


ტეგები: სექსიზმი რეკლამა რუსეთი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker