Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მელინდა გეიტსი: მე მჯერა, რომ საზოგადოებას თვითკმარი დამოუკიდებელი ქალები შეცვლიან

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-02-26

2018 წლის თებერვლის შუა რიცხვებში მელინდა და ბილ გეიტსები ჩამოვიდნენ ნიუ–იორკში, რათა წარმოადგინონ თავიანთი ფონდის (Bill & Melinda Gates Foundation)  წლევანდელი ხედვა და Hunter College–ში ფონდის 2018 წლის საქნიანობის პრეზენტაცია გამართეს. მათ უპასუხეს სტუდენტების და Facebook- ზე პირდაპირი ჩართვის მეშვეობით შემოსულ მაყურებლების შეკითხვებს.


 

პრეზენტაციის შემდეგ Forbes- მა მელინდა გეიტსთან 30 წუთიანი ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ ამ ინტერვიუდან ნაწყვეტებს:

 

 

– თქვენ ხართ ქალთა და გოგონათა უფლებების ყველაზე გავლენიანი დამცველი მსოფლიოში. რას ფიქრობთ #MeToo მოძრაობის შესახებ?


 

რაც მე მომწონს #MeToo მოძრაობაში არის ის, რომ მაგის წყალობით, ხალხმა ღიად დაიწყო ლაპარაკი პრობლემებზე. ყველგან, ინდოეთის სოფელში თუ აშშ–ს ბიზნეს ცენტრში, ღიად განიხილავენ  სექსუალური შევიწროვების ან  სექსუალური ძალადობის ფაქტებს. ყველამ ვიცით, რომ საზოგადოების შეცვლის ერთადერთი გზა ამ თემებზე ხმამაღალი საუბარია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქალისთვის სირთულეს წარმოადგენს საკუთარ გამოცდილებაზე ლაპარაკი, ჩვენ სწორ გზას ვადგავართ.


 

ამ ეტაპის შემდეგ საზოგადოება უნდა მიხვდეს, რომ ცვლილებების დრო მოვიდა და ამისათვის ბევრი მუშაობაა საჭირო. მე მახარებს, რომ წელს #MeToo–ს დაწყების შემდეგ, აშშ–ი 80 ქალმა გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს შტატების გუბერნატორების არჩევნებში,  400-ზე მეტმა ქალმა კანდიდატმა განაცხადა მზაობა მონაწილეობა მიიღოს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში. 50-ზე მეტი ქალი კი აშშ-ს სენატში მოსახვედრად იბრძოლებს.

– რას გრძნობთ სექსუალური  ძალადობის მსხვერპლების ისტორიების მოსმენის დროს? ბრაზდებით?


 

რა თქმა უნდა, მე გაბრაზებული ვარ ყველა იმ ქალის გამო, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არის. მე ვბრაზობ და ეს გრძნობა მხოლოდ მოტივაციას მაძლევს მუშაობისთვის. მე არ ვემიჯნები ამ პრობლემებს. პირიქით, მე ვებრძვი მათ. მე ვამბობ: "უბრალოდ ჩვენ უნდა შევცვალოთ სისტემა."


 

რამდენი ქალი აღმოჩნდა ძალიან არახელსაყრელ მდგომარეობაში, რადგან მათი კარიერული ზრდა შეჩერდა, რადგან მათ უფლებებს არღვევდნენ ან მიაყენეს მორალური ან ფიზიკური ზიანი. უბრალოდ სირცხვილია. ამის გამო რამდენი კარგი იდეა არ განხორციელდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არავის სურდა ინვესტიციის ჩადება ქალთა ბიზნესში. იმედი მაქვს, რომ ამ პრობლემებზე საუბარი, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ის, აიძულებს მსოფლიოს შექმნას "21-ე საუკუნის შრომითი ძალა", რომელშიც ბევრი მომუშავე ქალი შევა, როგორც აშშ-დან, ასევე სხვა ქვეყნებიდან.


 

 

– როგორი იქნება 21-ე საუკუნის შრომითი ძალა?

 

 

ახლა მსოფლიო სამუშაო ძალის შემადგენლობა მოიცავს როგორც ყველა რასის, ასევე ყველა სქესის წარმომადგენელს. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ აღარ შეგვიძლია ვიცხოვროთ საზოგადოებაში არსებული როლების გადანაწილების ძველი მოდელით, რომლის მიხედვით კაცი შემოსავალის შემომტანად, ხოლო ქალი სახლში ბავშვების მომვლელად გვევლინება. ახლა ჩვენ ვცხოვრობთ სრულიად განსხვავებულ სამყაროში.

 

– თქვენ ინვესტირებას აკეთებთ ქალთა მეწარმეობაში. რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი?

 

მე მჯერა, რომ საზოგადოებას თვითკმარი  დამოუკიდებელი ქალები შეცვლიან. ამაზე ბევრი ფაქტი მიუთითებს.
დავიწყე ინვესტირება იმ ფონდების, რომელიც ქალთა დაფუძნებულ კომპანიებს აფინანსებს. როდესაც ხედავთ, რომ საწარმოების კაპიტალის მხოლოდ 4% -ზე ნაკლები მიდის კომპანიებში, რომელსაც ქალები ხელმძღვანელობენ, ხვდები, რომ  სერიოზული პრობლემის წინაშე ხარ.
საქმე მხოლოდ იმაში კი არ არის, რომ ქალებს არ აქვს ხელმისაწვდომობა კაპიტალზე: თუ ყურადღებით შეისწავლით სტატისტიკას, ნათელი ხდება, რომ მცირე კომპანიები, რომლის სათავეში ქალები არიან, ღებულობენ კაპიტალის მხოლოდ 0.02%.


 

მაგალითად, თუ ჩვენ დავიწყეთ დაფინანსება Aspect Ventures, რომელიც დაფუძნებულია ორი ქალის მიერ, სხვა ინვესტორები დაინახავენ, თუ რა შესაძლებლობები დაკარგეს ინვესტიციებისთვის და გააცნობიერებენ, რომ ასეთი კომპანიები დიდ მოგებას მოუტანენ.

ტეგები: მელინდა გეიტსი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker