Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საუდის არაბეთში ქალებს ჯარში მსახურობის უფლება მისცეს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-02-27

საუდის არაბეთში სოციალური პროგრამების რეფორმა „Vision 2030“ მიმდინარეობს, რომელმაც უკვე სამეფოს შეიარაღებულ ძალებშიც შეაღწია. ამ რეფორმის ფარგლებში, საუდის არაბეთში ქალებს, ჯარისკაცის რანგში, ჯარში მსახურობის უფლება მისცეს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის გენერალური უსაფრთხოების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

ჯარში წასვლის მსურველები თორმეტ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდნენ. „ქალები უნდა იყვნენ სამეფოს მოქალაქეები, 25-35 წლამდე ასაკის, უნდა ჰქონდეთ საშუალო განათლება და გაიარონ სამედიცინო გამოკვლევები", - ნათქვამია განცხადებაში.

ქალები, რომლებიც უცხოელებზე არიან დაქორწინებულები და იყვნენ ნასამართლევები, ჯარში არ მიიღებიან.

 

ეს ნაბიჯი არის პრინც მოჰამედ ბინ სალმანის ახალი პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა ჩართულობის გაზრდას სახელმწიფოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 

ამ პოლიტიკის ფარგლებში ქალებს უკვე მიეცათ მანქანის ტარების,  საფეხბურთო მატჩებზე ყოფნის, გამომძიებლებად მუშაობისა და  საკუთარი ბიზნესის გახსნის უფლება. 

წყარო 

ტეგები: საუდის არაბეთი ქალები ჯარი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker