Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

თურქეთის პრეზიდენტს ბავშვთა მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-02-28

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. პრეზიდენტმა, მისი პარტიის  „სამართლიანობა და განვითარების“ კონფერენციაზე, რომელიც ქალაქ კრახრამანმარაშში ჩატარდა, 6 წლის კადეტი გოგონა ტირილამდე მიიყვანა.

 

კონფერენციის ვიდეო თურქეთის გაზეთის Türkiye Gazetesi–ის მიერ იყო გამოქვეყნებული.

 

კონფერენციაზე სიტყვის გამოსვლის დროს, ერდოღანმა ექვსი წლის გოგონა შენიშნა, რომელიც სამხედრო ფორმაში იყო ჩაცმული. გოგონამ ტირილი დაიწყო, რადგან პრეზიდენტის ყურადღება მიიპყრო.

 

"ნახეთ ვინ არის აქ? გოგონა, რას აკეთებ აქ? ჩვენთან შინდისფერი ბერეტები არიან, მაგრამ ისინი ხომ არასდროს ტირიან! "-  წამოიძახა ერდოღანმა.

 

შინდისფერ ბერეტებში, ერდოღანმა თურქული სპეცსამსახურების ჯარისკაცები იგულისხმა.

 

 

ვიდეოზე ნათლად ჩანს, რომ გოგონას თვალები ცრემლებით აევსო.

 

 

 

 

"მას თურქეთის დროშა აქვს ჯიბეში ... თუ ის დაიღუპება, მას, ღვთის ნებით, პატივი ექნება ამ დროშით დაკრძალონ", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
შემდეგ, ერდოღანმა  გოგონა სცენაზე მიიწვია და ჰკითხა– მზად არის თუ არა მისი ქვეყნისთვის ყველაფერი გაიღოს. გოგონა დაეთანხმა, რის შემდეგაც ერდოღანმა მას ლოყაზე აკოცა.

 

 

 

 

სოციალურ ქსელებში გმობენ ერდოღანის საქციელს და აცხადებენ, რომ ეს დამოკიდებულება ბავშვების მიმართ მიუღებელია. უმრავლესობის აზრით, პრეზიდენტმა პატარა გოგონა პროპაგანდისთვის გამოიყენა. ბევრმა ინტერნეტ მომხმარებელმა ასევე აღნიშნა, რომ ერდოღანის შვილები საერთოდ არ მსახურობდნენ ჯარში.

 

 

ტეგები: თურქეთი პრეზიდენტი ბავშვთა მიმართ ძალადობა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker