Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

რუს დეპუტატს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-02-28

RTVI-ის მთავარი რედაქტორის მოადგილემ, ჟურნალისტმა ეკატერინე კოტრიკაძემ, პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ 2011 წელს რუსეთის დუმის დეპუტატი, ფრაქცია ლდპრ–ის წევრი, ლეონიდ სლუცკი მას სექსუალურად ავიწროვებდა.

 

როგორც კოტრიკაძემ თქვა, 7 წლის წინ, როდესაც ჯერ კიდევ ქართულ არხზე მუშაობდა, თბილისიდან მოსკოვში გაემგზავრა და სლუცკის ინტერვიუს ჩაწერა სთხოვა. მისივე თქმით, დეპუტატმა ინტერვიუს დეტალების განსახილველად ჟურნალისტი ოფისში კამერის გარეშე მიიწვია, მისულს კი კაბინეტში შეუძღვა, კარი ჩაკეტა და კედელთან მიიმწყვიდია:

 

"შემდეგ ხელებს მიფათურებდა, კოცნას ცდილობდა... თავი დავაღწიე და გამოვიქეცი."


ჟურნალისტმა თქვა, რომ უსიამოვნებების თავიდან არიდების მიზნით, ამ შემთხვევაზე არაფერი უთქვამს. მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი ქცევა არაერთ ჟურნალისტს გამოუცდია.

 

"ამაზე ხმამაღლა არასდროს საუბრობენ, რადგან გვესმის, რომ აზრი არ აქვს", - თქვა კოტრიკაძემ და დაამატა, რომ ქალებმა შევიწროების წინააღმდეგ ღიად ლაპარაკი უნდა დაიწყონ.

 

არხის რედაქტორმა, ალექსეი პივოვაროვმა კოტრიკაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ RTVI ეთერში ნათქვამ ყოველ სიტყვაზე იღებს პასუხისმგებლობას.

22 თებერვალს რუსულმა ტელევიზია დოჟდმა დუმის დეპუტატ ლეონიდ სლუცკის მხრიდან რამდენიმე ჟურნალისტის სექსუალურ შევიწროებაზე ინფორმაცია გაავრცელა. დოჟდს ანონიმურობის პირობით თავისი ისტორია ორმა ჟურნალისტმა და ერთმა პროდიუსერმა მოუყვა.

 

 

დოჟდის კორესპონდენტთან ინტერვიუში ლეონიდ სლუცკიმ ბრალდებები უარყო. დეპუტატის თქმით, ის ტელეკომპანია დოჟდს სასამართლოში უჩივლებს.

23 თებერვალს დუმის ვიცე-სპიკერმა იგორ ლებედევმა დატვიტა, რომ სლუცკის მიმართ ბრალდებები სისხლის სამართლის კოდექსისა და ეთიკის დარღვევაა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა ოფიციალური წერილით მიმართა ეთიკის საკითხებზე რუსეთის დუმის კომისიას და მოითხოვა ფაქტებთან დაკავშირებული გამოძიების ჩატარება.

 

 


ტეგები: ეკატერინე კოტრიკაძე ლეონიდ სლუცკი სექსუალური შევიწროვება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker