Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ფრანგმა მსახიობებმა სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-03-01

100-ზე მეტმა ფრანგმა მსახიობმა და კინემატოგრაფისტმა შექმნა მოძრაობა Now we act, რომელიც მიზნად ისახავს სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ ბრძოლას. მოძრაობას შეუერთდნენ ცნობილი მსახიობები: ვანესა პარადი, ჯული გაიე და დიანა კრიუგერი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters–ი ავრცელებს.

 

მსახიობებმა უკვე დაიწყეს კამპანია, რომელიც მოძრაობის განვითარებისთვის ფულის შეგროვებას ითვალისწინებს და სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება. ახლად დაფუძნებული მოძრაობის წევრები გამოიყენებენ თეთრ ლენტებს  French awards–ის დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც მალე საფრანგეთში გაიმართება. ქალები საკუთარი ლოზუნგებით გამოვიდნენ და ქალთა პატივისცემის მოთხოვნით ღია წერილი გამოაქვეყნეს.

 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვარში, ფრანგი მსახიობი კატრინ დენევი იმ 100  ქალს შორის იყო, რომლებიც კამპანია #MeToo-სა და Time's up-ს აკრიტიკებდნენ და სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ტოტალიტარიზმს ადარებდნენ.

 

დენევი და მისი მომხრეები ჰარვი ვაინშტაინსა და სხვა ბრალდებულებს ამართლებდნენ და ამბობდნენ, რომ ისინი ზედმეტადაც კი დაისაჯნენ.

ტეგები: საფრანგეთი Now we act სექსუალური შევიწროვება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker