Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მრავალშვილიანის სტატუსი ოთხ და მეტშვილიან ოჯახებს მიენიჭებათ

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2018-03-01

სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი განისაზღვრება, რომლის საშუალებით აღნიშნული კატეგორიის ოჯახები სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

 

 

კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ და მისმა პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ მოამზადეს.

 

ხუნდაძის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრის და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის საჭიროება.

 

კანონპროექტის მიზანია სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია: მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთ ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10-10 ლარს. საქსტატის მონაცემებით (2014 - საყოველთაო აღწერის შედეგები) 12369 შინამეურნეობაა, სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს.

 

ჯამური ფინანსური შედეგი სარგებლის სახით იქნება წლიურად დაახლოებით 3 489 000 ლარი.

 

შეღავათს მიიღებენ ის ოჯახები, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები იქნება 300 000-ის.

 

კანონპროექტის მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების და სოციალური დახმარების გაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა 2018 წლის 1 ივნისამდე.

 

მსგავსი კანონპროექტი მოქმედებს ევროპის უმეტეს და პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში.

 

 

დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, საკითხზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა, პროცესებს ქვეყნის მცირე ბიუჯეტი აფერხებდა. კანონპროექტი ფინანსური დახმარების გარდა, სხვა კომპონენტებსაც მოიცავს. მაგალითად, ინიციატივები სოციალურ სფეროში, განათლებისა და სპორტის მიმართულებით. პაკეტი კომუნალურ გადასახადებში დახმარებასაც ითვალისწინებს.

 

 

სტატუსი 2006 წელს გაუქმდა და ის ენიჭებოდა 7 და მეტშვილიან ოჯახებს. ახალი კანონმდებლობით კი, მრავალშვილიანის სტატუსი 4 და მეტშვილიან ოჯახებს ექნებათ.

ტეგები: მრავალშვილიანი მშობლები სტატუსი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker