Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები არასამთავრობოებს შეხვდნენ

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2018-03-05

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები არასამთავრობოებს შეხვდნენ.

 

შეხვედრის მიზანი იყო ოჯახურ დანაშაულზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილ, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის მექანიზმის აწყობა.

 

შეხვედრას ესწრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის ახლადშექმნილი დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

 

შეხვედრაზე ნათია მეზვრიშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თანამშრომლობისთვის და საერთო მიზნების მისაღწევად მზაობა.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ დამსწრე საზოგადოებას ახლადშექმნილი დეპარტამენტის მიერ შესრულებული სამუშაოების პრეზენტაცია წარუდგინა და დეპარტამენტის გეგმების შესახებ ისაუბრა.

 

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა პოლიციის საქმიანობაში არსებულ სირთულეებზე ისაუბრეს, რომლებსაც ისინი დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მუშაობისას აწყდებიან.

 

დისკუსიის დასასრულს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ინფორმაციის ინტენსიურად გაცვლასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

 

შეხახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2018 წლის 11 იანვარს შეიქმნა და ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს განახორციელებს. აღნიშნული დეპარტამენტი, ასევე, უზრუნველყოფს ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას.
დეპარტამენტი ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციის შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას უზრუნველყოფს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების მიხედვით, დეპარტამენტი არის შსს-ს სტრუქტურული ქვედანაყოფი და თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

 

ტეგები: დეპარტამენტი შსს ადამიანის უფლებათა დაცვა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker