Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საქართველოში ქალების 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გამხდარა, 36%–ს კი განცდილ ძალადობაზე არავისთან უსაუბრია

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-03-06

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის ძირითადი შედეგების პრეზენტაცია გამართა.

 

ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში 7-დან ერთ ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, 4–დან 1 ქალს გამოუცდია ფიზიკური და/ან სექსუალური ძალადობა მეუღლის/პარტნიორის მხრიდან, ქალების 9% კი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გამხდარა.

 

კვლევამ საქართველოში სექსუალური შევიწროებისა და ადევნების გავრცელება პირველად შეისწავლა.

 

კვლევის მიხედვით, 5–დან ერთი ქალი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია, ხოლო 42, 400 ქალს (3,35%) ბოლო 12 თვის განმავლობაში ადევნება გამოუცდია.

 

კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხული კაცების 22% და ქალების 14% მიიჩნევს, რომ თუ ქალი გააუპატიურეს, მან დაუდევრობა ჩაიდინა და ამიტომაც აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში.


კაცების თითქმის ნახევარს, 50%-ს და ქალების 42%-ს კი გაუპატიურებად არ მიაჩნია, თუ ქალი მოძალადეს ფიზიკურ წინააღმდეგობას არ უწევს.

 

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ქალებისა და კაცებისთვის ქალთა მიმართ ძალადობა დიდწილად კვლავაც მისაღებია: ქალების თითქმის ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. ქალების 33% და კაცების 50% ფიქრიბს, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის საქმეა და მასში გარედან არავინ არ უნდა ჩაერიოს.

 

უფრო მეტიც, ქალების თითქმის ერთი მეოთხედი (23%) და კაცების თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ ის მას არ ეთანხმება.

 

კვლევის მიხედვით, იმ ქალების შორის, რომლებსაც მეუღლის/პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა გამოუცდიათ, პოლიციისთვის მხოლოდ 18%–ს მიუმართავს. ქალების 36%–ს კი განცდილ ძალადობაზე არავისთან უსაუბრია.

 


რატომ დუმან ქალები?

 

კვლევის შედეგების მიხედვით, ქალებს ეშინიათ ბავშვების დაკარგვის და იმის, რომ მათ არავინ დაუჯერებს.  გარდა ამისა, სჯერათ, რომ მათზე უფრო მეტად იძალადებენ და ამბობენ, რომ ძალადობის ფაქტების სახლიდან გამოტანა სირცხვილია.

 

ეროვნული კვლევის პროცესი 2017 წელს მიმდინარეობდა და იგი რაოდენობრივ და ხარისხობრივ მეთოდოლოგიებს აერთიანებდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 15-64 წლის 6,006 ქალი და 15-64 წლის 1,601 კაცი გამოიკითხა. ხარისხობრივი კვლევა კი 47 შეხვედრას მოიცავდა.

 

კვლევა ჩატარდა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საქსტატის ერთობლივი ძალისხმევითა და ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში – „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“.


2009 წლის შემდეგ საქართველოში ეროვნული მასშტაბის მონაცემების შეგროვება ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობისა და სექსუალური შევიწროების გავრცელებისა და შედეგების, ასევე აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოებრივი განწყობებისა და დამოკიდებულებების შესახებ პირველად მოხდა.

ტეგები: ქალთა მიმართ ძალადობა ეროვნული კვლევა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker