Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობა მკაცრდება

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-03-06

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით  რეგულაციები მკაცრდება, – საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.


 

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სხდომაზე ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, სტატისტიკა შემაშფოთებელია.

 


"[ქალთა მიმართ ძალადობაზე] ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. ამ მიმართულებით ერთერთი ნაბიჯია შემაკავებელი ორდერის გამოწერის გამარტივება და, ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვის გამარტივება. დღემდე ეს ნაბიჯი იყო დისკრეციული. ახლა კი ჩვენ ვაკონკრეტებთ შემთხვევებს, როდესაც სავალდებულო იქნება შემაკავებელი ორდერის გაცემა და, ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის და ჩვენ სხვა ნაბიჯებსაც ვახორციელებთ ამ მიმართულებით. დღემდეც არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხია, ამ საკითხში სიტუაცია რადიკალურად შევცვალოთ. ჩვენ ამას ვახორციელებთ ასევე საგანმანათლებლო კამპანიით და ეს, რა თქმა უნდა, ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოს"– განაცხადა  გიორგი კვირიკაშილმა.

 

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობამ ორი მთავარი ცვლილება გაიზიარა, რომელიც ოჯახში ძალადობას ეხება.

„პირველი არის ის, რომ ძალადობრივ დანაშაულებზე პოლიციელს აღარ ექნება უფლებამოსილება, რომ მსხვერპლის ნების მიხედვით გამოსცეს ან არ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რადგან ხშირად ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არის ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც მსხვერპლი ითხოვს შემაკავებელი ორდერის გამოცემას და შემდეგ იცვლის აზრს და ამბობს, რომ შემაკავებელი ორდერი აღარ სჭირდება. შესაბამისად, პოლიციელს ძალადობრივ დანაშაულებზე და შემთხვევებზე ექნება შემაკავებელი ორდერის ყველა შემთხვევაში გამოცემის უფლებაც და ვალდებულებაც.

ასევე, იარაღზე წვდომა, ასეთი დანაშაულების შემთხვევაში, პოლიციელმა შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად უნდა დაარეგულიროს და თქვას, შეეზღუდოს თუ არა აგრესორს იარაღზე წვდომა და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის იარაღის წვდომაზე შეზღუდვა, როგორც დამატებითი სასჯელი.

როდესაც განისაზღვრება ძირითადი სასჯელი, მაგალითად ძალადობისთვის, მუქარისთვის, წამებისთვის, ცემისთვის, გაუპატიურებისთვის, ან სხვა, ასეთ შემთხვევაში, მოსამართლეს ეძლევა უფლება, რომ დამატებითი სასჯელის სახით ბრალდებულს იარაღზე წვდომა შეუზღუდოს დამატებით სასჯელად.

ასეთი დამატებითი სასჯელის მოხდა დაიწყება მას შემდეგ, რაც პირი გათავისუფლდება საპატიმროდან, ანუ მოიხდის სასჯელს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ტეგები: ქალთა მიმართ ძალადობა კანონი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker