Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

არასრულწლოვნის პროსტიტუციაში არაძალადობრივი მეთოდით ჩაბმა დასჯადი გახდება

კატეგორია: ტრეფიკინგი 
2018-03-06

არასრულწლოვნის პროსტიტუციაში არაძალადობრივი მეთოდებით ჩაბმა, ან მისი წაქეზება სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდება. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

 

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ეს ცვლილება ბავშვებს ამგვარ საქმიანობაში ჩაბმისგან დაიცავს.

 

„სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდება არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმა, მისი წაქეზება და ამ საქმიანობაში ჩაბმა არაძალადობრივი მეთოდებით. დღეს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ბავშვის პროსტიტუციაში ჩაბმას, თუ ეს კეთდება ძალადობით, მაგრამ თუ ეს არ კეთდება ძალადობით, მაგალითად, მათ შორის, ჩვენს დედაქალაქში კლუბებში, ბარებში ხდება არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩაბმა ყოველგვარი მათზე ძალადობის განხორციელების გარეშე, ეს ქმედება დღემდე არ იყო რეგულირებული სისხლის სამართლის კოდექსით და პოლიციელი და პროკურორი რეალურად იყვნენ ბერკეტს მოკლებული.

ეს შეიცვლება და დღეიდანვე უკვე, მოვუწოდებთ სხვადასხვა გასართობი დაწესებულებების მმართველებს, რომ ეს მიიღონ მხედველობაში, რადგან არასრულწლოვნის, თუნდაც არაძალადობრივი მეთოდით ჩაბმა პროსტიტუციაში იქნება დასჯადი.

 

ეს მისცემს სერიოზულ ბერკეტებს პოლიციას, რომ ებრძოლოს პროსტიტუციას ყველა თავისი ფორმით და გამოვლინებით, მათ შორის, ე.წ. სუტინიორობის გზითაც. ეს ცვლილება ჩვენს ბავშვებს დაიცავს ამგვარ საქმიანობაში ჩაბმისგან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 25 არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება თებერვლის ბოლოს სტუდია რეკის საგამოძიებო ფილმში გაჟღერებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბათუმში 25 არასრულწლოვანი პროსტიტუციაშია ჩართული.
საგამოძიებო ფილმის ჟურნალისტ ნაზი რეხვიაშილის მიერ მოკვლეულ მასალაში ნათქვამია, რომ ასაკისა და აკრძალვების მიუხედავად, მოზარდები ღამის კლუბებში  ხვდებიან და დაუბრკოლებლად ყიდულობენ და მოიხმარენ სასმელს, სიგარეტსა და ფსიქოტროპულ  საშუალებებს.

 

ფილმში არასრულწლოვანი გოგოები ყვებიან, რომ კონკრეტული ადგილებია, სადაც ყიდულობენ ნარკოტიკულ საშუალებებს. ასევე ამბობენ, რომ  პოლიცია ამ საკითხებზე არ რეაგირებს,  რადგან კლუბების მფლობელები სამართალდამცველებთან შეთანხმებულები არიან.

 

საქართველოს კანონმდებლობით არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული სექსუალური ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია. იგივე ქმედება ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ან წინასწარი შეცნობით,  არასრულწლოვნების მიმართ პროსტიტუციაში ჩაბმისაგან სარგებლის მიღება 5 დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ტეგები: პროსტიტუცია არასრულწლოვნი დასჯა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker