Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მსოფლიოში ქალ პარლამენტართა რიცხვის ზრდა შენელდა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-03-07

5–11 მარტს მსოფლიოში ქალთა საერთაშორისო კვირეული აღინიშნება. ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარლამენტთაშორისმა კავშირმა (IPU) სპეციალური ანგარიში „ქალები პარლამენტში 2017“ გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქალთა პოლიტიკურ წარმომადგენლობას შეეხება.

 

ანგარიშის თანახმად, პარლამენტარ ქალთა რაოდენობა ბოლო 2 წლის განმავლობაში გაცილებით ნელა იზრდება, ვიდრე წინა წლებში. ანგარიშის მიხედვით, 2016 წლამდე მსოფლიოში ყოველწლიურად ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში საშუალოდ 6%-ით იზრდებოდა. მაგრამ ამავე ანგარიშის თანახმად, ეს მზარდი ტენდენცია შემცირდა.

 

IPU- ის ანგარიშის მიხედვით, 2016 წლიდან პარლამენტებში ქალთა რაოდენობა მხოლოდ 0.1% გაიზარდა (23,3%–დან 23.4%–დე) და დღეს მსოფლიოში პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობიდან ქალი პარლამენტარები მეოთხედზე ნაკლებს წარმოადგენენ.

 

ქალ პარლამენტართა რაოდენობით მსოფლიოში რუანდა ლიდერობს. ქვეყანაში პარლამენტართა 61 % ქალია. 42 %-იანი ქალთა წარმომადგენლობით მეცხრე ადგილზეა სენეგალი და მეათე ადგილზე მყოფ ნორვეგიასაც უსწრებს. ამერიკის შეერთებული შტატები კი ამ მაჩვენებლით სიაში მე-100 ადგილს იკავებს, რადგან აქ კანონმდებელთა მხოლოდ 19 %-ია ქალი.

 

ანგარიშის მიხედვით, რეგიონული თვალსაზრისით, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ლიდერობენ, რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს, აქ არის როგორც მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ისე სერიოზული უკუსვლაც ზოგიერთ ქვეყანაში. სასიკეთო ცვლილებები დაფიქსირდა ლათინურ არგენტინაში, ჩილესა და ეკვადორში.

 

ქალთა მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში დაბალი რჩება აზიურ სახელმწიფოებში. აზიის ქვეყნების პარლამენტებში არჩეული ქალების რაოდენობა უმნიშვნელოდ შემცირდა (0.7%) და 18.6% შეადგენს.  ჩინეთში ქალ პარლამენტარების საშუალო მაჩვენებელი უფრო მაღალია და 24.2% შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 0.5% მეტია (23.7%).

 

რაც შეეხება სუბ-საჰარული აფრიკის რეგიონს, აქ ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში ბოლო წლებში პრატქიკულად სტაბილურად დაახლოებით 24 % -ია. სიის ბოლოშია წყნარი ოკეანის ქვეყნები, რომლებშიც ქალთა რაოდენობა პარლამენტებში 15.5 % -ს არ აღემატება.

 

2017 წელს ევროპაში ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში გასული წლის საშუალო მაჩვენებლიდან (26.3 % ) 1%-ზე ნაკლებით გაიზარდა (27.1 % ).

 

წლების მანძილზე საგულისხმო ცვლილებებია მაგალითად, საფრანგეთში, სადაც კარგად დანერგილი სპეციალური ღონისძიებების წყალობით თანდათანობით შეიცვალა ქალთა წარმომადგენლობის მიმართ დამოკიდებულება როგორც საზოგადოებაში, ისე წამყვან პოლიტიკურ პარტიებში.  საფრანგეთში, ქალი დეპუტატების რაოდენობა ეროვნულ ასამბლეაში 38.6%–ს  შეადგენს, რაც 12% მეტია წინა წელთან შედარებით (26.6%).

 

2017 წლის არჩევნებში რეკორდული მონაცემების შედეგად, საფრანგეთმა „პარლამენტთაშორისი კავშირის“ რეიტინგში 64-ე ადგილიდან მე-17 ადგილზე გადაინაცვლა.

 

 

ამჟამად ქვეყანაში პარლამენტართა 38.6 % ქალია. ეს ნიშნავს, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, ქალთა წარმომადგენლობა ეროვნულ ასამბლეაში 12 %-ითაა გაზრდილი. თუმცა წინა არჩევნებში ასევე რეკორდულად ბევრი ქალი შევიდა საფრანგეთის პარლამენტში.

მნიშვნელოვანი დადებით ცვლილებები დაფიქსირდა ალბანეთსა და სომხეთში, ქვეყნებში, რომლებშიც ისტორიულად ძალიან დაბალი იყო ქალ პარლამენტართა რაოდენობა.

რაც შეეხება სომხეთს, პრაქტიკულად ყველა პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, ასრულებს გენდერული კვოტირების შესახებ მოთხოვნებს - ამ მოთხოვნების თანახმად, ეროვნულ სიებში მინიმუმ 25 % ქალი კანდიდატი უნდა იყოს - ანუ ყოველ ოთხ კანდიდატში ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. შესაბამისად, ბოლო არჩევნებზე, კანდიდატების დაახლოებით 30 % ქალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მათგან მხოლოდ 17 % მოხვდა პარლამენტში, ეს მაინც 6.5 %-იანი ზრდა იყო 2012 წლის შემდეგ.

 

 

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ქალთა პოლიტიკური გააქტიურების მიზნით, პირველ რიგში თავად პარლამენტი უნდა იქცეს ადგილად, სადაც ქალები შეძლებენ უსაფთხო გარემოში მუშაობას.
სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ასე არ არის, ნათქვამია ანგარიშში. ქალი დეპუტატები ხშირად ჩივიან, რომ ისინი სექსუალურ შევიწროვებას განიცდიან და ვერ ლაპარაკობენ ამაზე.

 

 

პარლამენტთაშორისი კავშირის (IPU) გენერალური მდივანი - მარტინ ჩანგონგო ამბობს, რომ ქალების წარმომადგენლობა იმ ქვეყნებში უფრო მაღალია, სადაც საარჩევნო სისტემებში გენდერული კვოტირების მექანიზმია დანერგილი, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც მსგავსი მექანიზმი არ მოქმედებს:

"ეს მონაცემები მიუთითებს, რომ უფრო მეტმა ქვეყანამ უნდა აამოქმედოს კვოტირების სისტემა იმისთვის, რომ გაათანაბროს „სათამაშო მოედანი“. ჩვენ გვჭირდება უფრო და უფრო მეტი ქალი პარლამენტში იმისთვის, რომ შეიქმნას კრიტიკული მასა და საპარლამენტო გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს ქალებისა და კაცების თანაბარ ინტერესებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი იყოს ლეგიტიმური და ეფექტური“, - ამბობს "პარლამენტთაშორისი კავშირის" გენმდივანი.

 

წყარო 

ტეგები: ქალთა საერთაშორისო დღე პარლამენტთაშორისო კავშირი IPU ქალები პარლამენტი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker