Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საფრანგეთში, სქესობრივი კავშირი 15 წლამდე ბავშვებთან გაუპატიურებათ ჩაითვლება

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-03-07

საფრანგეთის მთავრობა გეგმავს კანონმდებლობაში ცვლილების შეტანას, რომლის მიხედვითაც 15 წლამდე ასაკის ბავშვებთან სქესობრივი კავშირის დამყარება გაუპატიურებათ ჩაითვლება.

 

საფრანგეთის თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მდივანი მარლენ შიაპას  განცხადებით,  მთავრობამ განიხილა იმ ასაკის ზღვარი, რომლის ქვევითაც სქესობრივი კავშირი ავტომატურად სერიოზულ დანაშაულად ჩაითვლება.

 

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ არ არის დადასტურებული სქესობრივი კავშირის დამყარების იძულება და სასამართლოში თავდამსხმელის ბრალი ვერ დამტკიცდა, ეს ქმედება შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ პედოფილიის შემთხვევათ, რომელიც ისჯება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთით და ჯარიმით 75 ათასი ევროს ოდენობით. ამავდროულად, 15 წლამდე ასაკის ბავშვის გაუპატიურებისთვის სასჯელის სახედ დაწესებულია 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

სქესობრივი კავშირის თანხმობის ასაკობრივ ზღვარს მთავრობა მომავალ კვირას დაამტკიცებს. კანონპროექტი დიდი კამპანიის ნაწილია, რომელიც სექსუალური ძალადობისა და შევიწროვების წინააღმდეგ არის მიმართული საფრანგეთში.

 

კანონპროექტის შემუშავება საზოგადოების უნდობლობის და პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

 

აქტივისტებმა პარიზის ცენტრში საპროტესტო აქციაც კი გამართეს და აცხადებდნენ, რომ "სექსუალური თანხმობის" ასაკი 15 წლით უნდა განისაზღვროს.

 

ბრიტანეთში სექსუალური თანხმობის ასაკი 16 წელია, მაგრამ 13 წლამდე ბავშვები დამატებითი სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ, რომლის მიხედვით მათ არ შეუძლიათ განაცხადონ თანხმობა სექსუალურ აქტივობაზე.

 

სხვა ევროპულ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია და პორტუგალია, სექსუალური თანხმობის ასაკი 14 წელია. აშშ-ში კი სექსუალური თანხმობის ასაკი 16-დან 18 წლამდე მერყეობს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს 15 და 16 წლამდე ან უფრო მცირე ასაკის არასრულწლოვანთან სქესობრივ ურთიერთობაზე (137–ე, 138–ე მუხლები), როგორც ძალადობით, მოტყუებით, ან წინასწარ შეცნობით (140-ე მუხლი); ასევე ნებაყოფლობითაც (141-ე მუხლი). ამით, სექსუალური ურთიერთობის თავისუფლება, გარკვეულ ფარგლებშია მოქცეული.

წყარო 

ტეგები: საფრანგეთი კანონმდებლობა სქესობრივი კავშირი თანხმობის ასაკობრივი ზღვარი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker