Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველების შეფასებები ცნობილია

კატეგორია: მოვლენები 
2018-03-14

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისიამ მეურვეობის მსურველი 14 კანდიდატიდან 12 შეარჩია და სია პარლამენტს გადაუგზავნა. კანდიდატებმა კომისიის წინაშე საკუთარი პრეზენტაციები წარადგინეს და კომისიის წევრთა კითხვებს უპასუხეს.

 

პროცედურის თანახმად, 12 კანდიდატიდან საბოლოოდ პარლამენტი მაუწყებლის ოთხ მეურვეს აირჩევს. სამეურვეო საბჭოში ოთხი ვაკანტური თანამდებობაა, საქართველოს კანონმდებლობით, საკონკურსო კომისიამ თითო ვაკანტურ თანამდებობაზე სამი პირი უნდა წარადგინოს.

 

სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისია 14 კანდიდატს გაესაუბრა.

 

საკონკურსო კომისიის შეფასებები:

 

1. ნინია კაკაბაძე - 9 ხმა;
2. ია მამალაძე - 9 ხმა;
3.ზვიად დევდარიანი - 7 ხმა;
4. ბესიკ ლილუაშვილი - 7 ხმა;
5. იზაბელა ოსიპოვა - 7 ხმა;
6. დოდო შონავა - 7 ხმა;
7. ბაია პატარაია - 6 ხმა;
8. ზაზა შათირიშვილი - 6 ხმა;
9. მალხაზ ასლამაზიშვილი - 5 ხმა;
10. ნათია სირაბიძე - 5 ხმა;
11. ნათია კობერიძე - 5 ხმა;
12. ხატია ყურაშვილი - 5 ხმა;
13. ვლადიმერ ბოჟაძე - 2 ხმა;
14. დავით კორახაშვილი - 0 ხმა.

 

კანდიდატთა საბოლოო სიას საქართველოს პარლამენტი გამოაქვეყნებს. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განახლება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც უფლებამოსილების ბოლო ეტაპზე გადავიდნენ გრიგოლ გოგელია, მარინა მუსხელიშვილი და გიორგი კოხრეიძე. ხოლო სამეურვეო საბჭოდან საკუთარი სურვილით წავიდა საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე.

 

ტეგები: საზოგადოებრივი მაუწყებლი სამეურვეო საბჭო

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker