Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა სავჩენკოს დაპატიმრება მოითხოვა

კატეგორია: მოვლენები 
2018-03-15

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო დეპუტატ ნადეჟდა სავჩენკოს დაპატიმრებას აპირებს და პარლამენტში ტერაქტის მოწყობის დაგეგმვაში ადანაშაულებს.

 

 

„გამოძიებას აქვს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინელი დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო პირადად გეგმავდა, პირადად აძლევდა ბრძანებებს საბრძოლო ყუმბარების გამოყენებით პარლამენტის დარბაზში ტერორისტული აქტის მოწყობის შესახებ. ისინი სამთავრობო და თანამდებობრივი ლოჟის აფეთქებას, ნაღმტყორცნების საშუალებით პარლამენტის შენობის გუმბათის ჩამოშლას, გადარჩენილი ადამიანების მიმართულებით კი ავტომატებიდან ცეცხლის გახსნას გეგმავდნენ“, - განაცხადა ლუცენკომ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

მისივე თქმით, დღეს ის პარლამენტს სავჩენკოსთვის დეპუტატის ხელშეუხებლობის მოხსნის თხოვნით მიმართავს.

 

„დღეს მე, როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი, შევიტან პარლამენტში წარდგენას ნადეჟდა სავჩენკოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, დაკავებაზე და დაპატიმრებაზე“, - დასძინა ლუცენკომ.

 

2014 წლის ნეომრბიდან  ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის უმაღლესი რადის მერვე მოწვევის დეპუტატია პარტია „ბატკივშინადან“.

2014 წლის 25 დეკემბრიდან ის ასევე ევროპის საპარლამენტო ასამბლეის უკრაინის დელეგაციის წევრია. 2015 წელს საცჩენკოს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა.

დონბასში ნადეჟდა სავჩენკო აიდარის ბატალიონში იბრძოდა. 2014 წლის 17 ივნისს სავჩენკო რუსმა ბოევიკებმა დააკავეს. რუსულმა მხარემ ის ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დაადანაშუალა და დონეცკის საქალაქო სასამართლომ მას 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

 

 

2014 წლის 13 დეკემბერს ნადეჟდა სავჩენკომ უკანონო პატიმრობის გასაპროტესტებლად შიმშილობა გამოაცხადა.
სავჩენკო 100 დღის განმავლობაში შიმშილობდა და ამის მიუხედავად წუთითაც არ უღალატია საკუთარი პრინციპებისთვის.
მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მის მხარდასაჭერად ფართომასშტაბიანია აქციები იმართებოდა.

2016 წლის 25 მაისს სავჩენკო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეიწყალა.

 

 

 

ტეგები: სავჩენკო იური ლუცენკო

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker