Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საქართველოს მთავრობამ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფში წარსადგენ კანდიდატთა სია დაამტკიცა

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-03-15

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის N 588 განკარგულებით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფში (GREVIO) წარსადგენი კანდიდატთა სია დამტკიცდა.

საქართველოს მთავრობის მიერ განკარგულების მიღებას წინ უსწრებდა კანდიდატთა შერჩევის სამ ეტაპიანი პროცესი.

ექსპერტთა ჯგუფში წარსადგენი კანდიდატურების შერჩევის წესი გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ 20 თებერვალს დაამტკიცა.

ამის შემდეგ კონკურსის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ორ სხვადასხვა ვებ-გვერდზე. დაინტერესებული პირებისგან დოკუმენტაციის მიღების დასრულების შემდეგ, შემოწმდა კანდიდატურების ასაკის, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისობა შერჩევის წესით დადგენილ კრიტერიუმებთან და 21-დან, 6 განაცხადი შეირჩა.

11 მარტს ექვსივე კანდიდატს ჩაუტარდა ტესტირება ინგლისურ ენაში. ტესტირების შედეგების შესაბამისად, ექვსივე კონკურსანტმა დააკმაყოფილა კანდიდატთა შერჩევის წესით გათვალისწინებული უცხო ენის ცოდნის დონე (B 2).

 

14 მარტს, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომიის წევრები გაესაუბრნენ ექვსივე კანდიდატს, რომელთაგანაც მათთვის კომისიის წევრების მიერ მინიჭებული საშუალო ჯამური ქულების კლებადობის მიხედვით შედგა შემდეგი სია:

 

1. ვლადიმერ მკერვალიშვილი

2. ანა არგანაშვილი

3. თეა ჯალიაშვილი

 

აღნიშნული სია დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის N 588 განკარგულებით, რომელიც ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს წარედგინება.

 

კონკურსის ჩატარება უზრუნველყო გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ.

 

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფი (GREVIO) არის დამოუკიდებელ ექსპერტთაგან შემდგარი ორგანო, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს წევრი სახელმწიფოების მიერ ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვეცია), შესრულებაზე.

 

საქართველოსთან ერთად GREVIO-ში ასარჩევი კანდიდატების (მაქსიმუმ 3 კანდიდატი) წარდგენის უფლება ჰქონდა 16 ქვეყანას.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი წარდგენილ კანდიდატთა სიას გადასცემს კონვენციის მხარეთა კომიტეტს განსახილველად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

 

წყარო 

ტეგები: GREVIO საქართველო

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker