Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ჩვენ მუდმივათ შეგვრცხვება - ოქსფამის დირექტორი სექსუალური სკანდალის შესახებ

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-03-16

საქველმოქმედო ორგანიზაციის ოქსფამის აღმასრულებელმა დირექტორმა ვინი ბიანიმამ განაცხადა, რომ ჰაიტიზე სექსუალური ექსპლუატაციის ფაქტებთან დაკავშირებით დაიწყება გამოიძიება და შეიქმნება დამოუკიდებელი კომისია, რომელსაც გაეროს  გენერალური მდივნის  ყოფილი მოადგილე ზეიანაბ ბანგურა და ყოფილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი კატრინ სიერა უხელმძღვანელებენ.

 

ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ბიანიმამ მიმართა ყველა ქალს, რომელიც დაზარალდა ოქსფამის თანამშრომლების ქმედებებით და მოუწოდა შეატყობინონ კომისიის წევრებს ყველა სექსუალური ექსპლუატაციისა და შევიწროვების ფაქტის შესახებ.

 

გარდა ამისა, ბიანიმამ კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში სკანდალისთვის, რომელმაც გამოიწვია ოქსფამის რეპუტაციის შელახვა  და ასევე გახდა ათეულობით სხვა ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის გადამოწმების და დაფინანსების გამკაცრების საფუძველი.

 

"ის, რაც მოხდა ჰაიტიზე, არის ლაქა ოქსფამის რეპუტაციაზე, რისთვისაც ჩვენ მუდმივათ შეგვრცხვება და ეს სამართლიანია ", - აღნიშნა Oxfam–ის  აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

შეგახსენებთ, რომ  ოქსფამის ირგვლივ საერთაშორისო სექს– სკანდალი დაიწყო Times- ში გამოქვეყვებული პუბლიკაციის შემდეგ, რომელიც მიეძღვნა ორგანიზაციის თანამშრომლების არასათანადო ქცევას ჰაიტიზე.

 

Times- მა გამოაქვეყნა ინფორმაცია შვიდი წლის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ და სტატიაში მოიყვანა მოხსენების ნაწყვეტები, რომელის Oxfam- ის ჰაიტიზე საქმიანობას ეხებოდა. მოხსენება ბრიტანეთის მთავრობის კომიტეტისთვის მომზადდა.

 

ტექსტის მიხედვით, 2011 წელს, ჰაიტიზე ჰუმანიტარული მისიის დროს, ორგანიზაციის თანამშრომლები აწყობდნენ შეკრებებს არასრულწლოვანი სექს- მუშაკების მონაწილეობით.

 

სკანდალის შემდეგ უამრავმა ადამიანმა თქვა უარი ოქსფამთან თანამშრომლობაზე.

 

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის კატასტროფული მიწისძვრის შემდეგ, ჰაიტიზე 200,000-დან 300 000–მდე ადამიანი დაიღუპა.

ტეგები: ოქსფამი ვინი ბიანიმა სექსუალური ექსპლუატაცია

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker