Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მსოფლიო ბედნიერების ინდექსის მიხედვით, 156 ქვეყანას შორის საქართველო 128-ე ადგილზე იმყოფება

კატეგორია: მოვლენები 
2018-03-16

მსოფლიო ბედნიერების 2018 წლის გაერო-ს ანგარიშის თანახმად, დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანები ფინეთში ცხოვრობენ.

 

ფინეთმა ნორვეგია ჩაანაცვლა და ყველაზე ბედნიერ ქვეყანად დასახელდა.

 

რაც შეეხება საქართველოს, 156 ქვეყანას შორის საქართველო 128-ე ადგილზე იმყოფება.

 

 

 

 

 

2016 წელს საქართველო 125-ე ადგილზე იმყოფებოდა, შესაბამისად, წელს სამი საფეხურით ჩამოქვეეითდა.

 

87-ზე ადგილზეა მეზობელი აზერბაიჯანი, 59-ზე რუსეთი, 74-ზე თურქეთი, 129-ე სომხეთი.

 

მსოფლიო ბედნიერების პირველი ანგარიში, გაერომ 2012 წელს გამოაქვეყნა. ქვეყნების რიგითობა ეფუძნება ექვს ფაქტორს, მათ შორის, ერთ სულ მოსახლეზე მთლიან შიდა პროდუქტს, ცხოვრების ხანგრძლივობას, თავისუფლებას, გულუხვობას, გულკეთილობას, სოციალურ მხარდაჭერასა და კორუფციის არარსებობას მთავრობაში ან ბიზნესში.

 

პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. ფინეთი, 2. ნორვეგია, 3. დანია, 4. ისლანდია, 5. შვეიცარია, 6. ნიდერლანდები, 7. კანადა, 8. ახალი ზელანდია, 9. შვედეთი, 10. ავსტრალია.

 

გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, მე-15, მე-19 და 23-ე ადგილები გაინაწილეს.

 

აშშ-მა, გასულ წელთან შედარებით, 4 საფეხურით ქვემოთ გადაინაცვლა და მე-18 ადგილი დაიკავა.

ყველაზე ცუდი სიტუაციაა:

 

1. ბურუნდი
2. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
3. სამხრეთ სუდანი
4. ტანზანია
5. იემენი
6. რუანდა
7. სირია
8. ლიბერია
9. ჰაიტი
10. მალავი

ტეგები: მსოფლიო ბედნიერების ანგარიში საქართველო

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker