Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მსახიობი სინტია ნიქსონი ნიუ-იორკის გუბერნატორის არჩევნებში მონაწილეობს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-03-20

"სექსი დიდ ქალაქში" -ს ერთ-ერთი მთავარი მსახობი სინტია ნიქსონი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის არჩევნებში იყრის კენჭს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

თუ სინტია ნიქსონს აირჩევენ, ის შტატ ნიუ-იორკის პირველი ქალი გუბერნატორი გახდება.

 

სინტია ნიქსონი დემოკრატიული პარტიის მიერ შტატის გუბერნატორის წარსადგენ პრაიმერში მიიღებს მონაწილეობას.

 

ნიქსონის არჩევნებში ჩართვის შესახებ, დიდი ხანია კულუარულად საუბრობენ.

 

 

 

 

პრაიმერში ჩართვის შესახებ 51 წლის მსახიობმა Twitter-ზე დაწერა და ვიდეოც გამოაქვეყნა: "მე მიყვარს ნიუ-იორკი. სხვაგან ცხოვრება არასდროს მომდომებია, ამიტომ აქ რაღაც უნდა შეიცვალოს", - ამბობს სინტია ნიქსონი.


 

 

1998 წლიდან 2004 წლამდე სინტია ნიქსონი HBO-ს სერიალში "სექსი დიდ ქალაქში", ამბიციური ადვოკატის, მირანდა ჰობსის როლს ასრულებდა, რისთვისაც 2004 წელს  “ემის” ჯილდო მიიღო.

"ემი" მას დონალდ ტრამპმა გადასცა, რომელსაც ნიქსონი მკვეთრად აკრიტიკებს.

 

სინტია ნიქსონი ლესბოსელია. ის და მისი მეუღლე, ქრისტინ მარინონი, 2012 წელს დაქორწინდნენ. კრისტინ მარინონი, ლგბტ აქტივისტია. ის ნიუ – იორკის მერთან, დემოკრატ ბილ დე ბლაზიოსთან მუშაობდა და თანამდებობა თებერვალში დატოვა.

 

 

ორივე, ნიქსონი და მარინონი, ეხმარებოდნენ დე ბლაზიოს მისი საარჩევნო კამპანიის დროს.



 

ტეგები: სინტია ნიქსონი ნიუ-იორკი გუბერნატორი არჩევნები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker