Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გენდერული კვოტირების კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2018-03-20

სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქალთა პოლიტიკური მონაწილოების გაზრდის შესახებ მუშაობს, განცხადებას ავრცელებს.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტი რამდენიმე დღეში განიხილავს 37,455 ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.

 

 

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველ პარტიაში განიხილება კანონპროექტის იმგვარი ცვლილება, რომ პროპორციულ სიებში  ყოველი მესამე კანდიდატი იყოს  განსხვავებული სქესის, ხოლო მაჟორიტარებს შორის ყოველი მეექვსე. კანონპროექტის ამგვარი ფორმით მიღების შემთხვევაში, ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში გარანტირებულად მხოლოდ 15%-ით გაიზრდება, მაჟორიტარულ ოლქებში ქალი კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში კი 23%-მდე.

 

გარანტირებული მინიმუმი იქნება არა მხოლოდ არსებული სტატუს კვოს ეკვივალენტი (დღეს საქართველოს პარლამენტის წევრთა 15 პროცენტია ქალი), ხოლო მაქსიმუმი 23 პროცენტით საგრძნობლად ჩამორჩება გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რეკომენდირებულ ე.წ. კრიტიკული მასისთვის აუცილებელ 30-40 პროცენტს, "- ნათქვამია განცხადებაში.

სამუშაო ჯგუფში ამბობენ, რომ მსგავსი სახით კანონპროექტის ცვლილება ვერ უზრუნველყოფს ქალთა წარმომადგენლობის  არსებით ზრდას.

 

პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ წარდგენილი ინიციატივა ითვალისწინებს პროპორციულ სისტემაში  ქალთა და მამაკაცთა თანაბარ წარმომადგენლობას, რაც დღეს არსებული შერეული სისტემის შემთხვევაში, მათი თქმით,  ერთადერთი რეალური გზაა პარლამენტში ქალთა რაოდენობის გასაზრდელად, თუმცა ისიც მხოლოდ 25%-იან  წარმომადგენლობას უზრუნველყოფს.

 

„მოვუწოდებთ პარლამენტს მხარი დაუჭიროს გენდერული კვოტირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას იმ სახით, როგორც ის ამომრჩევლებმა წარადგინეს პარლამენტში, რადგან შემოთავაზებული ალტერნატიული სახით კვოტირების შემოტანა ფორმალურ სახეს მიიღებს და ვერ მიუშვებს, როგორც ქალთა წარმომადგენლობის ზრდის ეფექტური და არსებითი მექანიზმი, "- ნათქვამია განცხადებაში.


ტეგები: ქალთა პოლიტიკური მონაწილოება პარლამენტი გენდერული კვოტირება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker