Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ბრაზილიაში უფლებადამცველის მკვლელობამ ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა

კატეგორია: მოვლენები 
2018-03-22

2018 წლის 14 მარტს,  რიო დე ჟანეიროში მოკლეს ბრაზილიელი ფემინისტი, სოციოლოგი, ოპოზიციური პარტიის წევრი, ქალაქის მრჩეველი მარიელ ფრანკუ.

უფლებადამცველის მკვლელობამ ბრაზილიის სხვადასხვა ქალაქებში დიდი საპროტესტო ტალღა გამოიწვია. ფრანკუს სიკვდილის შემდეგ ათეულობით პოლიტიკური აქცია ჩატარდა.

უმსხვილესი დემონსტრაცია 21 მარტს შედგა და მასში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრანტებმა ფრანკუს სიკვდილში ხელისუფლება და პოლიცია დაადანაშაულეს.

 

გამოცემა Folha de S. Paolo- ის ცნობით, 21 მარტს, უფლებადამცველის ოჯახს რომის პაპი დაუკავშირდა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა Human Rights Watch- მა და Amnesty International- მა ასევე დაგმეს ეს მკვლელობა.

 

მარიელ ფრანკუ, "სოციალიზმისა და თავისუფლების“  პარტიის წარმომადგენელი და რიო დე ჟანეიროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო. ის აქტიურად იცავდა ქალთა და ლგბტ-ების უფლებებს. მან სასტიკად გააკრიტიკა ბრაზილიის კონგრესის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით რიო დე ჟანეიროს  შტატში ჯარების შეყვანა იყო გადაწყვეტილი.

ტეგები: რიო დე ჟანეირო ფემინისტი მარიელ ფრანკუ

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker