Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

შსს-მ ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-03-23

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

 

22 მარტს, შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, რომ ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია იძლევა იმის საფუძველს, რომ უწყებამ გამოძიება დაიწყოს.

 

ზვიად დევდარიანმა მის ირგვლივ აგორებული სკანდალის შემდეგ, 22 მარტს ,არასამთავრობო ორგანიზაცია CIDA-ს აღმასრულებელი დირექტორობის პოსტი დატოვა.

 

17 მარტს, გამოცემა „ტაბულამ“ 4 ქალის ნაამბობი გამოაქვეყნა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია CiDA-ს დირექტორს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს კანდიდატად წარდგენილ ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

მანამდე დევდარიანი სექსუალურ ძალადობაში ქალთა მოძრაობამ დაადანაშაულა და სახალხო დამცველს პარლამენტიდან მისი კანდიდატურის გამოწვევა სთხოვა. დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კონკურსს თავად გამოეთიშა.

ერთ-ერთი ვერსიით, დევდარიანთან დაკავშირებული სკანდალი არასამთავრობო სექტორში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს წევრობისთვის კონკურენციას მოჰყვა.

ამ პოზიციისთვის რამდენიმე უფლებადამცველი ერთდროულად იბრძოდა, მათ შორის ქალთა უფლებების დამცველი, ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია.

16 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივის ბორდის წევრად პარლამენტს ზვიად დევდარიანის კანდიდატურა წარუდგინა.

სკანდალის შემდეგ ომბუდსმენმა დევდარიანის კონკურსიდან ჩამოშორება მიზანშეწონილად მიიჩნია, კონკურსს გამოეთიშა ბაია პატარაიაც. ზვიად დევდარიანის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ეს ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება.

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker