Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

უგრეხელიძე წულუკიანის შეხვედრა სავარაუდოდ დღეს გაიმართება

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-03-27

სექსუალური შევიწროვების სკანდალურ საქმეზე პაპუნა უგრეხელიძისა და თეა წულუკიანის დაანონსებული შეხვედრა სავარაუდოდ დღეს შედგება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავი 2 ავრცელებს.

 

სწორედ ამ შეხვედრაზე დაუსვამს იუსტიციის მინისტრი რეესტრის ხელმძღვანელს უხერხულ შეკითხვებს. წულუკიანი უგრეხელიძისგან მეტ კონკრეტიკას და განმარტებებს ელოდება. მძიმე ბრალდებების მიუხედავად თეა წულუკიანი არც პაპუნა უგრეხელიძის გათავისუფლებასა და არც სასამართლო პროცესების დასრულებამდე მისთვის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებას გეგმავს.

 

იუსტიციის მინისტრის თქმით, მსგავს თემებზე ცალმხრივი პოზიციის გავრცელება არასწორია:

 

"ქალებს მოგმართავთ პირველ რიგში, ზოგიერთს ყველას არა. მოვუსმინოთ მამაკაცებსაც ჯერ და მერე არაფერი წინ არ უდგას სწორი პოზიციის გამოხატვას"

 

წულუკიანმა აღნიშნა, რომ როგორც ქალმა მინისტრმა, პაპუნა უგრხელიძეს უნდა მოუსმინოს.

 

"მიმდინარეობს სასამართლო დავა, სადაც არა - იუსტიციის სამინისტრო, არა - საჯარო რეესტრი, არამედ, ის პირადად არის მოპასუხე. შესაბამისად, ამ საქმის მასალები იცის მან და მეორე მხარემ".

 

თეა წულუკიანის თქმით, მისი მოადგილე უგრეხელიძის ადვოკატს პირადად შეხვდა, რათა საქმის მასალებზე წვდომა ჰქონოდა.

 

"მე მაქვს რამდენიმე კითხვა, მათ შორის უხერხული. როგორც კი მე მას შევხვდები, ინფორმირებულ პოზიციას დავიჭერ".

 

 

ჟურნალისტის კითხავზე, თუ რატომ არ დასვა მინისტრმა კითხვები მაშინ, როცა რეკომენდაციები მინისტრისთვის ცნობილი გახდა წულუკიანმა უპასუხა, რომ სახალხო დამცველის დასკვნა მხოლოდ მხარეებისთვის იყო ცნობილი.

 

 

 

 

 

 

 

ასეთი პოზიციის გამო მინისტრს ოპონენტები აკრიტიკებენ.

 

„ქალბატონი თეა იტყუება, როდესაც საუბრობს, რომ ახლა დალაპარაკებას აპირებს, იმიტომ, რომ ომბუდსმენის აპარატში 2017 წლის გაზაფხულიდან თურმე ეს საქმე დევს და ის საქმის კურსში იყო ამ საქმესთან დაკავშირებით და დიდი ხნის წინ მისი ვალდებულება იყო, რომ დალაპარაკებოდა, მოესმინა კიდევაც და შესაბამისი რეაგირება მოეხდინა,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია.

 

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ამ სკანდალური საქმის უკან თეა წულუკიანის პირადი ინტერესი დგას.

 

„სამარცხვინო იყო თეა წულუკიანის განცხადება, იგი არის იუსტიციის მინისტრი, ქალი მინისტრი, რომელიც უნდა იცავდეს ქალების უფლებებს უპირველსყოვლისა, მაგრამ მისი განცხადება იყო პირდაპირ ხელის დაფარება და მფარველობა პაპუნა უგრეხელიძის,“-ამბობს ენმ-ს წევრი ხატია დეკანონიძე.

 

ზეწოლის დადასტურების შემთხვევაში სათანადო რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ის საქმის დეტალებს არ იცნობს და მომხდარზე ინფორმაცია მხოლოდ მედიასაშუალებების მეშვეობით აქვს.

 

“ზოგადად ბრალდებები სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმე ბრალდებებია და ბუნებრივია, რომ ყველა შემთხვევაში სჭირდება სათანადო ყურადღება. თუ დადასტურებულია მე ვფიქრობ, არსებობს კანონში შესაბამისი მოთხოვნები ჩამოწერილი და კანონის მოთხოვნები უნდა იყოს დაცული,“-განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

 

"პაპუნა უგრეხელიძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, ქალი თუ მამაკაცი ვინც, ახდენს ზეწოლას და შევიწროებას, მითუმეტეს, მასზე დაბალი თანამდებობის ადამიანზე მორალურადაც უნდა აგოს პასუხი, ადმინისტრაციულადაც და თუკი არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რასაკვირველია, ამ მხრივაც უნდა აგოს პასუხი. ეს არის უზნეო და ჩვენი საზოგადოებისათვის შეუფერებელი საქციელი."– განაცხადა რუსთავი 2-თან საუბრისას დეპუტატმა გია ვოლსკიმ.

ტეგები: სექსუალური შევიწროვება პაპუნა უგრეხელიძე თეა წულუკიანი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker