50 წლის ტემი დაკუორტი, რომელმაც ერაყის ომში ორივე ფეხი დაკარგა, გახდა პირველი მოქმედი ამერიკელი სენატორი, რომელმაც ბავშვი გააჩინა.
გოგოს მეილი პერლ ბოულსბი დაკუორტის ბებიის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ექთნად მუშაობდა.
2012 წელს, დაკუორტი გახდა პირველი შშმ ქალი, რომელიც აშშ-ს სენატში აირჩიეს.
"რაც არ უნდა რთული იყოს დედობა, მე ერთადერთი ქალი არა ვარ, რომელსაც შვილიც ჰყავს და მუშაობს", - განაცხადა დაკუორტმა.
მეილი დაკუორტის მეორე შვილია. პირველი ქალიშვილი, აბიგეილი სენატორმა 2014 წელს გააჩინა. დაკუორტის თქმით, მეორე ორსულობა მისთვის ძალიან რთული იყო. ორივე ქალიშვილი ხელოვნური განაყოფიერების გზით გაჩნდა.