Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

თურქმენეთში, ქალის ბიკინი და შორტები აკრძალეს

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2018-04-13

თურქმენეთში ქალის ბიკინის და შორტების ქვეყანაში შეტანა და გაყიდვა აკრძალეს. ამის შესახებ რადიო Азатлык-ი (რადიო თავისუფლების ადგილობრივი სამსახური) იუწყება.

 

როგორც გამყიდველები აცხადებენ, ამ დროისთვის კერძო მაღაზიები მარაგში უკვე არსებულ პროდუქციას ჰყიდიან, ხოლო საბაჟოზე ბიკინის და შორტის შემოტანის უფლებას არ აძლევენ. ოფიციალურ უწყებებში ამის შესახებ განმარტებას ამ დრომდე არ აკეთებენ.

 

აკრძალვა შეიძლება იყოს დაკავშირებული "მორალურ ნორმებთან“ და იმასთან, რომ ქალები „გამომწვევი ჩაცმულობით“ არ უნდა დადიოდნენ.

 

ეს არ არის ერთადერთი აკრძალვა, რომელიც ქალების ჩაცმულობასა და გარეგნობას შეეხო.

 

მარტში თურქმენეთის სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სამსახურში გამომწვევად გამოცხადება აიკრძალა. მოთხოვნებს შორის იყო ფრჩხილების ლაქის და ოქროს სამკაულების აკრძალვა.  საბიუჯეტო სფეროში მომუშავე ქალებს კი ურჩიეს, არ შეიღებონ თმა.


2017 წლის დეკემბერში თურქმენეთის ხელისუფლებამ გასცა ბრძანება, რომლის მიხედვით ქალებს ასევე აეკრძალათ საჭესთან დაჯდომა. აკრძალვის დარღვევის გამო პოლიციის თანამშრომლები ქალებს მართვის მოწმობას ართმევენ, ავტომანქანები კი სადგომზე გადაჰყავთ.

ტეგები: აკრძალვა ქალები თურქმენეთი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker