Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ფემიციდის მუხლის დამატების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-04-16

კანონდებლობაში ფემიციდის მუხლის დამატების მოთხოვნით ქალთა მოძრაობამ პეტიცია შექმნა, რომლითაც საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მიმართავს.

 

პეტიციაში ნათქვამია, რომ ქალების მკვლელობის შემაძრწუნებელი ფაქტები სულ უფრო გახშირდა საქართველოში. ეს მკვლელობები ჩვეულებრივი მკვლელობები არ არის. ქალებს სწორედ იმიტომ კლავენ, რომ ისინი ქალები არიან - ასეთ მკვლელობას ფემიციდი ჰქვია.

 

პეტიციის ავტორები აცხადებენ, რომ ფემიციდი სხვა მკვლელობისაგან განსხვავდება. ხშირად ფემიციდის დროს მკვლელი მიიჩნევს, რომ ქალს სიკვდილით სჯის ისეთი საქციელისთვის, რომელიც ქალს არ შეეფერება მისი ქალობის/გენდერის გამო; ზოგჯერ მკვლელი მიიჩნევს, რომ ქალის მკვლელობით აღიდგინა საკუთარი ღირსება. ფემიციდი თავისი არსით დისკრიმინაციული დანაშაულია, ეს არის ქალების სიკვდილით დასჯა “ცუდი ქალობისათვის”. ოჯახური დანაშაულების უმეტესობა ქალების წინააღმდეგ არის ჩადენილი და ამით ვლინდება დანაშაულის გენდერული ხასიათი. საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ფემიციდს. ფემიციდი ისჯება ზუსტად ისე, როგორც სხვა ნებისმიერი მკვლელობა.

 

რადგან დღეს საქართველოში ქალები განიცდიან მრავალმხრივ ჩაგვრას და დისკრიმინაციას, მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არ არის დაცული და დღეს ქალებს სიკვდილით სჯიან, ამ პეტიციის ხელისმომწერნი მიმართავენ:

 

■ საქართველოს პარლამენტს

 

მიიღოს სპეციალური მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის აკრალვის შესახებ, ან გამოყოს გენდერულად მოტივირებული მკვლელობა დამამძიმებელ გაერმოებად და განსაზღვროს ამ დანაშაულისთვის 13-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა; ხოლო სხვა დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევებში უვადო პატიმრობა.

 

■ პროკურატურას

სპეციალური მუხლის ამოქმედებამდე ჩადენილი ფემიციდის შემთხვევებში პროკურატურამ გამოკვეთოს გენდერული დისკრიმინაციის მოტივი, რათა მოსამართლემ შეძლოს სანქციის დამძიმება.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს

 

დროულად შეიმუშაოს და ეფექტურად აღასრულოს რისკების შეფასება, რათა ყველა საშუალებით მოხდეს ფემიციდის თავიდან აცილება.

 

საქართველოს პრეზიდენტს

 

არ გამოიყენოს შეწყალების უფლებამოსილება ფემიციდსა და სხვა გენდერული სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე.

ტეგები: ფემიციდი პეტიცია ქალთა მოძრაობა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker