Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

სიდას აღმასრულებელ დირექტორად სალომე ზურაბიშვილი დაინიშნა

Категория: События 
2018-04-17

არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას გამგეობის წევრებისაგან შემდგარმა კომისიამ, აღმასრულებელ დირექტორად „სიდას“ კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, სალომე ზურაბიშვილი შეარჩია. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, გამგეობის მიერ დანიშნული აღმასრულებელი დირექტორი, ორგანიზაციას 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ამის შესახებ სიდა ავრცელებს.

 

დირექტორის შერჩევის ღია კონკურსი, რომელიც ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანის გადადგომის შემდეგ, ორგანიზაციის გამგეობამ დანიშნა, 3 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში ოცდაათამდე კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურში, ინდივიდუალურ გასაუბრებებში მონაწილეობისთვის შეირჩა 5 კანდიდატი. გასაუბრებების შემდეგ კი, გამგეობამ საკუთარი არჩევანი სალომე ზურაბიშვილზე შეაჩერა.

 

საკონკურსო პროცესში, „სიდას“ გამგეობის წევრებთან ერთად, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდნენ ორგანიზაციის პარტნიორი დონორი ორგანიზაციების: „გაეროს ქალთა ორგანიზაციისა“ და „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ წარმომადგენლებიც.

 

სალომე ზურაბიშვილი ორგანიზაციაში 2015 წლის აგვისტოდან მუშაობს. ის ხელმძღვანელობდა სიდას პროექტებს, რომლებიც მიმართულია საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებისკენ. ის ასევე აქტიურად მონაწილეობდა ორგანიზაციისთვის ფონდების მოძიების პროცესში.
მის სპეციალობის სფეროს წარმოადგენს კორპორაციული პასუხისმგებლობა, ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი.

 

სალომე ზურაბიშვილმა მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ადამიანის უფლებებსა და შრომის უფლებებში მიიღო ლუნდის უნივერსიტეტში, შვედეთში, ხოლო ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობის მიმართულებით ქართულ - ამერიკულ უნივერსიტეტში, საქართველოში.

 

„სიდა“-მდე ის მუშობდა როგორც საჯარო სექტორში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციაში ადამიანის უფლებების მიმართულებით.



 

Тэги: სიდა დირექტორი სალომე ზურაბიშვილი

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Президентом Греции впервые избрана женщина

В Британии в парламент прошло рекордное количество женщин

Кабмин Финляндии возглавит самая молодая премьер-министр в мире

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

В рабство через интернет. Как продают и покупают домработниц в Кувейте

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker