Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პროსტიტუციასთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე კანონმდებლობა მკაცრდება

კატეგორია: ტრეფიკინგი 
2018-04-20

იცვლება სისხლის სამართლის ნორმები ისეთი ტიპის დანაშაულებზე, რომელიც ეხება პროსტიტუციაში ჩაბმას, პროსტიტუციის ხელშეწყობას, არასრულწლოვნის ჩაბმას პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში. ამის შესახებ სააგენტო "ინტეპრესნიუსი" წერს.

 

“სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, რომელიც დღეს პარლამენტმა, პირველი მოსმენით, პლენარულ სხდომაზე განიხილა.

 

უწყების განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით სამართალდამცავ ორგანოებს არ აქვთ სამართლებრივი საფუძველი, იმოქმედონ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც არაძალადობრივი მეთოდებით ხელს უწყობენ პირის ჩაბმას პროსტიტუციაში, მათ შორის, იმ ბარების, კლუბების თუ სხვა დაწესებულებების წინააღმდეგ, სადაც ადგილი აქვს არაძალადობრივი მეთოდებით ადამიანთა, ზოგიერთ შემთხვევაში კი, არასრულწლოვანთა ხელშეწყობას, ჩაებან პროსტიტუციაში.

 

როგორც იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, ზოგჯერ კლუბის/ბარის მესაკუთრე, მენეჯერი ან მასთან დაკავშირებული სხვა პირი შეიძლება გვევლინებოდეს პროსტიტუციისათვის ხელის შემწყობად, მაგრამ მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ვერ იწყება ვერც “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 253-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პროსტიტუციაში ჩაბმას ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით (რადგან ამგვარი მეთოდების გამოუყენებლობის შემთხვევაში, დანაშაულს ადგილი არ აქვს), და ვერც 254-ე მუხლით, რომელიც დანაშაულად აცხადებს მხოლოდ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემას (რადგან, შესაძლოა, ასეთი ადგილები არც გამოიყენებოდეს საკუთრივ პროსტიტუციის ადგილად, მაგრამ გამოყენებულ იქნეს იმისათვის, რათა პროსტიტუციაში ჩაბმული პირი და მისი “მომსახურებით“ მოსარგებლე შეხვდნენ ერთმანეთს და შეთანხმდნენ ამგვარ მომსახურებაზე.

 

“კანონპროექტის მიზანია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევის დაძლევა, არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩაბმისგან დაცვა და პროსტიტუციისათვის ხელშეწყობის პრევენცია, აგრეთვე შესაბამის დანაშაულთა ზუსტი კვალიფიკაცია“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ტეგები: პროსტიტუცია კანონმდებლობა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker