Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ინდონეზიაში მოზარდების ქორწინების ფოტოები ბავშვთა ქორწინების აკრძალვის საბაბი გახდა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-04-24

ინდონეზიაში ბავშვთა ქორწინება შესაძლოა აიკრძალოს.  ამის შესახებ განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმის შემდეგ გააკეთეს, რაც მოზარდების ქორწინების ფოტოსურათები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

 

 

ინდონეზია, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მუსულმანური სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელიც იმ 10 ქვეყნის სიაშია, სადაც 18 წლამდე დაქორწინებული გოგონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

15 წლის ბიჭისა და 14 წლის გოგოს ქორწინების სურათები ქვეყანაში პროტესტის ახალი ტალღის და ადრეული ქორწინების აკრძალვის მოთხოვნის საბაბი გახდა.

 

 

 

 

ქალთა გაძლიერების და ბავშვთა დაცვის სამინისტროს პრეს- მდივანმა განაცხადა, რომ  ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო დათანხმდა ხელი მოაწეროს კანონს ადრეული  ქორწინების აკრძალვასთან დაკავშირებით, და ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ამ საკითხზე საჯარო დებატები გაიმართება.

 

 

სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ გოგონებისთვის ქორწინების მინიმალური ასაკი 20 წელი, ხოლო ბიჭებისთვის 22 წელი უნდა განისაზღვროს.

 

ინდონეზიის კანონმდებლობის თანახმად, გოგონებს შეუძლიათ დაქორწინდნენ 16 წლის ასაკში, ხოლო ბიჭებს 19 წლის.  გოგონებს ასევე შეუძლიათ დაქორწინდნენ უფრო პატარა ასაკში და ამის უფლებას რელიგიური სასამართლოები გასცემენ.


წყარო 

ტეგები: ინდონეზია ადრეული ქორწინება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker