კატეგორია: სპორტი 2018-04-30
კანადის ქალაქ მონრეალში პარამოფარიკავეთა მსოფლიო თასი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა წარმატებულად იასპარეზა, შვიდი მედალი და გუნდური ვერცხლი აიღო.
ირმა ხეცურიანმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში (ხმალი) ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე დისციპლინასში ვერცხლი ნინა თიბილაშვილს ერგო. რაპირით ფარიკაობაში კი ორივე ქართველმა პარამოფარიკავემ ბრინჯაოს მედალი აიღო.
საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრებმა ხმლით ფარიკაობაში, გუნდურ შეჯიბრებაში 3 ვერცხლის მედალი აიღო, ინდივიდუალურში -1 ვერცხლი და 1 ოქრო, ხოლო რაპირით ფარიკაობაში - 2 ბრინჯაოს მედალი.
|