Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომუშავე ორგანიზაციების, აქტივისტებისა და ლიდერი ქალების საყურადღებოდ!

Категория: Анонсы 
2018-05-04

8 მაისს, 14:00–16:00 საათზე, ქალთა საინფორმაციო ცენტრი ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის ოფისში (კოსტავას ქ. #1, ყოფილი პოლიციის შენობა) გამართავს შეხვედრას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გაზრდა გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის პროცესში.

 

შეხვედრაზე ლაგოდეხის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქალთა საინფორმაციო ცენტრის ექსპერტებთან ერთად იმსჯელებენ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე, გამოკვეთენ საჭიროებებს, რომელიც აისახება მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაში.

 

 

სამოქალაქო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე შემუშავდეს ქალთა საჭიროებებზე მორგებული გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა. შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის!

 

***

 

ქალთა საინფორმაციო ცენტრი რამდენიმე წელია მუშაობს გენდერული პოლიტიკის გაძლიერებისა და ადგილობრივ დონეზე გენდერული ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბების კუთხით. 2016 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა. ცვლილებათა პაკეტი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას გულისხმობს. პროექტის შესახებ ქალთა საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს პროექტს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით, სამხრეთ კავკასიის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე.

Тэги: საზოგადოებრივი ლაგოდეხი გენდერი სამოქმედო გეგმა

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Президентом Греции впервые избрана женщина

В Британии в парламент прошло рекордное количество женщин

Кабмин Финляндии возглавит самая молодая премьер-министр в мире

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

В рабство через интернет. Как продают и покупают домработниц в Кувейте

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker