Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

იყავი უკეთესი: მელანია ტრამპმა ახალი კამპანია დაიწყო

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-05-08

აშშ-ს პირველი ლედი, მელანია ტრამპი ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც ბავშვებისთვის სოციალური, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის სწავლებას ისახავს მიზნად.

 

პროგრამა "იყავი უკეთესი" (Be Best) მიმართული იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებაზე, სოციალური ქსელების სათანადო გამოყენებასა და ოპიაიდების ბოროტად გამოყენებასთან ბრძოლაზე.

 

"ჩვენი თაობის მორალური ვალდებულებაა ამ ინიციატივის განვითარება და ჩვენი შვილების დახმარება", - თქვა პირველმა ლედიმ.
 

„ყველამ ვიცით, რომ სოციალური მედია შესაძლოა ორივე სახის გავლენის მქონე იყოს ჩვენს ბავშვებზე, მაგრამ უმეტესად ისინი ამას ნეგატიური გზით აკეთებენ“, – განაცხადა მელანია ტრამპმა.

 

"ისინი ჩვენი მომავალია", - განაცხადა მან, "მე მინდა, დავიცვა ჩვენი საზოგადოების ყველაზე ძვირფასი ნაწილი - ჩვენი შვილები".

ეს განცხადება მელანია ტრამპმა თეთრი სახლის ვარდების ბაღში გააკეთა.

 

მანამდე აშშ-ს პირველი ლედი ამბობდა, რომ კიბერბულინგის წინააღმდეგ მუშაობას გეგმავდა და მოუწოდა ყველას სოციალურ ქსელებში ისეთი ღირებულებების განვითარებისკენ, როგორიცაა ურთიერთდახმარება, სიკეთე, თანაგრძნობა და პატივისცემა.

 

თუმცა, კრიტიკოსებმა უკვე დასვეს კითხვა შეასრულებს თუ არა მეუღლის რჩევას დონალდ ტრამპი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker