Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

კანის კინოფესტივალზე ხელი მოეწერა გენდერული პარიტეტის ვალდებულებას

კატეგორია: ქალი და კულტურა 
2018-05-16

12 მაისს კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემ, ქეით ბლანშეტმა, ჟიურის სხვა წევრებმა და კინოს სფეროში მოღვაზე ქალებმა მთელი მსოფლიოდან კანის კინოფესტივალში ისტორიული, ქალების მარში მოაწყვეს.

 

კანის 71-წლიან ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც 82-მა ქალმა წითელ ხალიჩაზე გენდერული თანასწორობის მოთხოვნით გაიარა. სიმბოლურია ციფრი 82, რომელიც წარმოადგენს კანის ფესტივალის არსებობის ისტორიაში, ქალი რეჟისორების მიერ შექმნილი იმ ფილმების რაოდენობას, რომლებიც კონკურსში მოხვდნენ. აღსანიშნავია რომ იგივე პატივი 1645 კაც რეჟისორს აქვს მიღებული.

 

 

ქალებმა გააპროტესტეს ყველა სახის დისკრიმინაცია და სქესის ნიშნით სეგრეგაცია.

 

Palais des Festival-ის კიბეებზე, ფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა, ქეით ბლანშეტმა და ლეგენდარულმა 89 წლის რეჟისორმა აგნეს ვარდამ, რომელიც ერთ-ერთია იმ ორ ქალს შორის, რომელსაც მიღებული აქვს Palme d’Or-ის პრიზი, განცხადება გააჟღერეს:

 

„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ქალები არ წარმოადგენენ უმცირესობას, კინო ინდუსტრიის დღევანდელი სახე ჩვენ მაინც ასე წარმოგვაჩენს“

 

 

 

ქალების პროტესტმა შედეგი გამოიღო. კინოფესტივალის პროგრამის დირექტორმა ტიერი ფრემომ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ფილმების შერჩევისას გენდერული პარიტეტის ვალდებულებას ითვალისწინებს.

 

ფესტივალის ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ, რომ  შესაბამის დოკემენტს ასევე სხვა საერთაშორისო კინოფესტივალები მიიღებენ.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker