Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გურჯაანის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2018-05-18

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

საბჭოს წევრად აირჩიეს ადამიანთა უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის კოორდინატორი ლია ხუროშვილი.

 

„ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად, აუცილებელია საბჭოს შემადგენლობაში იყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ერთი წევრი. ეს მნიშვნელოვანია გამჭვირივალობისა და კოორდინირებული მუშაობისთვის. ვიმუშავებთ ისეთ თემებზე, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, ნაადრევი ქორწინება, ბულინგი, ეთნიკურ უმცირესობებში შემორჩენილი სტერეოტიპები და ა.შ.“ - აღნიშნა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მარიამ სირბილაშვილმა.

 

მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებს სამოქმედო გეგმის შემუშავებაში არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ ეხმარება.

 

„მნიშვნელოვანია რომ საბჭოს შემადგენლობაშ იყოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი. მათი მხრიდან უნდა მოვისმინოთ ის საჭიროებები და პრობლემები, რომელიც ადგილობრივ დონეზე არსებობს. ჩვენი მიზანია ამ ინსტიტუციამ იმუშაოს გამართულად და მაქსიმალურად ვცდილობთ, პროცესი იყოს დახვეწილი და სამოქმედო გეგმა ადგილობრივ საჭროებებზე მორგებული.“- გვითხრა ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ.

 

ცნობისთვის, გურჯაანის საკრებულოში გენდერული საბჭო მიმდინარე წლის თებერვალში ჩამოყალიბდა.


წყარო 

ტეგები: გურჯაანი მუნიციპალიტეტი საკრებულო გენდერული თანასწორობის საბჭო

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker