Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გენდერული თანასწორობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2018-05-21

დედაქალაქის მერის მოადგილეების, გამგებლებისა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების მონაწილეობით, გენდერული თანასწორობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე, სახელწოდებით "გენდერული თანასწორობა თბილისის მუნიციპალიტეტში", ამ მიმართულებით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებები განიხილეს და მათი შესრულების პროცესში მუნიციპალიტეტის როლზე იმსჯელეს. გარდა ამისა, გაიმართა დისკუსია დისკრიმინაციული მიდგომებისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებზე.

 

შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია, იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე, შესაძლებლობებსა და დამატებით საჭიროებებზე.

 

შეხვედრა გაიმართა პროექტის „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ ფარგლებში, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე.

წყარო 

ტეგები: გენდერული თანასწორობა თბილისის მუნიციპალიტეტი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker