Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სხვა ანუ შენ

მარიამ კავილაძე
კატეგორია: ექსკლუზივი 
2018-05-24

მინდა მოგითხროთ ამბავი გოგოზე, რომელიც განსხვავებულია.

 

მე მას მეტაფორულად  სხვა დავარქვი.

 

სხვა შენსავით დაიბადა სამშობიაროში. შენსავით ტიროდა ჭიპლარის გაწყვეტისას და შენსავით უცოდველი, უნიკალური არსება იყო. მანამ, სანამ არ გარდატყდა ცხოვრებაში.

სხვას ადრეულ ასაკში დედამ ასწავლა, რომ გოგოა და კაბები, მაკიაჟი და ხალისი მისთვის აუცილებელი ატრიბუტებია. ცოტა რომ წამოიზარდა, მისთვის ღვთის შიშის ჩანერგვაც დაიწყო. ყოველ კვირა საღამოს, ძილის წინ უკითხავდა გამარტივებულ სახარებას. დასასრულს კი მნიშვნელოვნად უმეორებდა: „დაიმახსოვრე, ქალი კაცის ნეკნისგან შექმნა ღმერთმა. ქალი თმობს და ემორჩილება.“ სხვა დედას სიყვარულით და მონდომებით უსმენდა. მაგრამ ჩაძინებისას ყოველთვის გაეფიქრებოდა ხოლმე: „ღმერთი იქნებ ქალია?“

 

სხვა სკოლაში შევიდა. მისი საყვარელი საგნის სტატუსი ისტორიამ მოიპოვა. რომ გეკითხათ რატომ უყვარდა ისტორია, გიპასუხებდათ: „მეც ისტორიის ნაწილი ვარ და შემიძლია შევცვალო ის.“ ერთ ქარიან დღეს, ისტორიის მასწავლებელმა მე - 11 კლასელებთან მონარქიაზე დისკუსია წამოიწყო. უმრავლესობა ამბობდა, რომ საუკეთესო მეფეები ყოველთვის კაცები იყვნენ. სხვამაც დააფიქსირა აზრი: „მონარქია ჩემთვის ჭადრაკივითაა. ჭადრაკში დედოფალს მეტი სვლების უფლება აქვს. მეფეს კი მხოლოდ სწორხაზოვნად გადაადგილების. წარმოიდგინეთ ეს მონარქიაშიც. მეფე ქალი ორმაგი ძალაა, გულითადი და გონებრივი მართვაცაა. ამიტომ, მეც მებადება კითხვა: რატომ არ აღიარებდნენ ქალს სრულფასოვან მმართველად?“ და ზარი დაირეკა.

 

სხვამ უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩააბარა. ოჯახში მის ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს. მამა უმეორებდა: „გოგოსთვის ზედმეტად არაშესაფერისი პროფესიაა. შენ ვერაფერ ახალს ვერ იტყვი ამ სფეროში. ფულსაც ვერ იშოვი. ჯობია იურიდიულს გაჰყვე, მეც და დედაც დაგეხმარებით.“ მაგრამ სხვას თავისი აზრი ჰქონდა და თავისი გზა ცხოვრებაში. არა მიმღებლობითი დამოკიდებულება სხვის ამ აზრებთან, ლექტორებსაც ჰქონდათ. თითქოს ერთი შეხედვით, თავისუფალ სააზროვნო სივრცეში, სადაც სტუდენტის აზრებს, მიუხედავად სქესისა, პატივს უნდა სცემდნენ, სხვამ აღმოაჩინა, რომ ეს გარემო პატრიარქატული და არაჰუმანურია. ერთ ერთ ლექციაზე, სხვამ ეგზისტენციალიზმზე გააკეთა რეფერატი. ილაპარაკა ამ განხრით მოაზროვნე ფილოსოფოსებზე თუ მწერლებზე (სარტრი, კამიუ, კაფკა.) ბოლოს კი თავისი ინდივიდუალური მოსაზრება ჩამოაყალიბა. „ჩემი აზრით, ადამიანის არსებობა შეიძლება უმნიშვნელოა გალაკტიკისთვის, მაგრამ არა აბსოლუტისთვის, ან კაცობრიობისთვის. რადგან ყველა თანასწორია სათნოებებსა და გასხივოსნებისკენ სწრაფვაში.“ ლექტორმა ყველაფერი მოუწონა, ბოლო ნაწილის გარდა და ამ სიტყვებით შემოფარგლა შეფასება: „მგონი, არსებული ცოდნის გადასხვაფერებას ცდილობ. მე შინაარსის მოყოლა და ინფორმაციის მოწოდება დაგავალეთ, და არა რევოლუციური სულისკვეთება.“

 

 

სხვა უკვე იმ ასაკში იყო, ხმა ამოეღო. თავისი აზრის დასაცავად ებრძოლა. შეწინააღმდეგებოდა რეალობას. იმ წამს, იგრძნო, როგორც მგრძნობიარე და მოაზროვნე ადამიანმა, რომ საზოგადოება მისი პიროვნების გალიაში დამწყვდევას ცდილობდა უკვე დიდი ხანია. მიხვდა, რომ ან ახლა უნდა შეწინააღმდეგებოდა თავისი თანატოლების გარემოცვაში, ცივ ოთხ კედელში, სულზე ბორკილების დამდებ ლექტორს, ან დაეთმო და დამორჩილებოდა.

 

მაგრამ მე მოგითხრობთ სხვაზე. და სხვა განსხვავებულია.

 

შემდეგი სიტყვები, რომელბიც მე მოვისმინე, იმ აუდიტორიაში ყოფნისას, ასეთია:
„თუ გინდათ არ შემაფასოთ, თუ გინდათ გამრიცხეთ. მაგრამ სიმართლეს ვერ გააქრობთ, რომელიც თქვენი სიბრმავისგან დამოუკიდებლად არსებობს და ჩემშია. მე ვარ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. მაგრამ ეს არ გამორიცხავს ჩემს სამყაროს მოქალაქეობას. ბავშვობიდანვე ვისმენ სიტყვებს, რომლებიც აკნინებს ჩემს ფსოფლმხედველობას. მე არასდროს მესმოდა, რატომ შეიძლება ღმერთს ასეთი უთანასწოროება გამოეწვია ადამიანებში. ახლა ვხვდები, რომ ადამისა და ევას ისტორია, მხოლოდ და მხოლოდ დომინანტობით შეპყრობილი კაცების გამონაგონია. ქალი ბადებს და ქალი სიცოცხლეა. ასევე, არასდროს მესმოდა, რატომ არიან ისტორიის წარმმართავი ფიგურები კაცები? ვინ დააწესა თუნდაც ის, რომ გოგოს არ შეეფერება მაღალ მატერიებზე მსჯელობა, წერა, ფიქრი? მე ვარ გოგო და მწამს, რომ ქალსაც და კაცსაც თანაბრად შეუძლიათ იყვნენ სულიერი წინამძღვრები, მართონ სახელმწიფო, დაეუფლონ იმ სფეროს, რომელიც აინტერესებთ...“

 

წარმოთქვა ეს სიტყვები და აუდიტორია დატოვა.

 

ჩვენმა ტაშის ხმამ ლექტორი დაადუმა.

 

მე ვარ გოგო და მოგიყევით სხვაზე. სხვამ საკუთარ შინაგან მეობას უერთგულა და ის ამიტომ არის განსხვავებული.

 

გენდერულ სტერეოტიპებს დღესდღეისობით ყველგან შეხვდებით, ოჯახში, სკოლაში, უნივერსიტეტში...

 

იცოდეთ, რომ ყოველთვის ორი არჩევანი გექნებათ როგორც ქალს: ან ამოიღოთ ხმა და იბრძოლოთ ცვლილებისთვის, ან დათმოთ და დაემორჩილოთ.

 

 

 

 


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker