Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პირველად აშშ-ს ისტორიაში გუბერნატორის პოსტზე შესაძლოა აფროამერიკელი ქალი აირჩიონ

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-05-24

44 წლის სტეისი ადამსი შესაძლოა გახდეს აშშ–ს პირველი აფროამერიკელი ქალი–გუბერნატორი. მისი კანდიდატურა შტატ ჯორჯიაში დემოკრატიულმა პარტიამ წარადგინა. შიდა პარტიულ არჩევნებში ადამსმა სტეისი ევანსი დაამარცხა.

 

სტეისი ადამსი შტატის წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობის ლიდერია. მას მხარი ქალთა ასოციაციებმა, ასევე ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატებმა ჰილარი კლინტონმა და ბერნი სანდერსმა დაუჭირეს. ადამსის მთავარი სტრატეგია ეფუძნება დიალოგს უმცირესობებთან, პირველ რიგში სოფლად.

 

იმისათვის, რომ გუბერნატორი გახდეს, ადამსმა უნდა დაამარცხოს რესპუბლიკელების კანდიდატი, რომლის ვინაობაც ივლისში გახდება ცნობილი.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, ის უკვე ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქალი აფროამერიკელი, რომელიც კენჭს იყრის გუბერნატორის პოსტზე. აღსანიშნავია, რომ 2000 წლიდან ჯორჯიაში საგუბერნატორო არჩევნებში მუდმივად რესპუბლიკელები იმარჯვებენ.

 

ტეგები: სტეისი ადამსი აშშ აფროამერიკელი გუბერნატორი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker